პერესის ფავორიტი იურგენ კლოპია
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის უპირობო ფავორიტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპია.
გერმანელი სპეციალისტი „რეალში“ მუშაობას არ აპირებს, მაგრამ „რეალი“ ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცი დაიყოლიოს.
„მარკას“ ინფორმაციით, ჩაბი ალონსოს დანიშვნის იდეა „რეალის“ გენერალურ დირექტორს ეკუთვნის, რომელიც შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ალონსოს „რეალი“ შემტევი გუნდის შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ ტოვებს.
პერესი კლოპისთვის იბრძოლებს და გერმანელს მისცემს სრულ გარანტიას იმისა, რომ მისი პროექტი სრულფასოვნად განხორციელდება.
ფლორენტინო ასევე განიხილავს სხვა ვარიანტებს, თუმცა სრულ უპირატესობას იურგენს ანიჭებს.
- დღეს, 14:36
- 534
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




