ალონსო:„თუ ამას გავაკეთებთ, „ბარსას“ მოვუგებთ და სუპერთასს დავეუფლებით“

ჩაბი ალონსომ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ეს სუპერთასის ფინალია, სადაც „ელ კლასიკო“ შედგება. რა თქმა უნდა, ამაღელვებელ მომენტში ვართ და გვჯერა, რომ წარმატების მიღწევას შევძლებთ, ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.“

„კილიან მბაპე გუნდს შემოუერთდა, „ატლეტიკოსთან“ მისი თამაში მიზანშეწონილი არ იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფინალში გავედით და მისი კონდიციებიც გაუმჯობესდა, მდგომარეობა სრულფასოვნად უნდა შევაფასოთ. დღევანდელ ვარჯიშზე დავაკვირდებით, ღირს თუ არა კილიანის სასტარტო შემადგენლობაში დაყენება, თუმცა ის გარკვეულ დროს აუცილებლად მიიღებს.“

„დიახ, „ბარსელონამ“ 1 დღით მეტი დაისვენა, მაგრამ ეს ვერ იქნება გადამწყვეტი. წილისყრის შედეგებს ვერსად გავექცევით.“

„სურვილი და მოტივაცია ყველაფერს გადააჭარბებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს. დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები გვაქვს. ვიმედოვნებ, დღევანდელ ვარჯიშზე ცენტრალურ მცველებს დავტვირთავ.“

„მბაპე ისე არ ითამაშებს, თუ ყველა რისკი შეფასებული არ იქნება. ტრავმის გართულება თავიდან უნდა ავირიდოთ. როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ განისაზღვრება. ყველაფერს ავწონ-დავწონით.“

„წარმატების ფორმულა მხოლოდ სისწრაფეში, მუდმივ პრესინგსა და მომენტების სრულფასოვან გამოყენებაში მდგომარეობს. თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევასრულებთ, „ელ კლასიკოს“ მოვიგებთ და სუპერთასს დავეუფლებით.“
„ვინისიუსი ემოციური ადამიანია, მაგრამ ის ახლა შესანიშნავ პერიოდში იმყოფება და არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ აქვს. ბრაზილიელის მიმართ, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ასევე თანაგუნდელებს დიდი მხარდაჭერა აქვთ.“

„გუნდი მოედანზე თავდაჯერებული გავა, ჩვენ დავამარცხეთ „ბარსელონა“ და ვიცით, რომ ამის გაკეთება კიდევ იქნება შესაძლებელი.“

„„რეალი“ კარგად იცნობს „ბარსელონას“ და პირიქით, ფლიკის გუნდი კარგად იცნობს მადრიდულ კოლექტივს. სიურპრიზებს არ ველი, დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართა დიდი არმია უშეღავათო ბრძოლას იხილავს.“

„ყველა პროექტს სჭირდება დრო განვითარებისთვის. ჩვენ მხოლოდ 4 თვეა ინტენსიური მატჩები გვაქვს და ბევრი შტრიხი გამოიკვეთა. ეჭვი არ მეპარება, გუნდი შეძლებს საუკეთესო შედეგების ჩვენებას.“

„ლამინ იამალი ფანტასტიკური მოთამაშეა, არნახული სისწრაფე და ტექნიკა აქვს, თუმცა მისთვის სპეციალური პროგრამა ვერ გვექნება, ჩვენ მომზადების სტილს არ ვცვლით.“

„პედრის სახით კატალონიურ გრანდს ძალიან ჭკვიანი ნახევარმცველი ჰყავს, მისი დიდი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ნახევარდაცვა ძალიან მობილური ხდება.“

„ვალვერდეს მოტივაცია უსაზღვროა, მადრიდულ დერბიში გატანილმა გოლმა ის ძალიან გააბედნიერა.“


1

10 იანვარი 2026 14:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 554

იმედია მოვიგებთ,მაგრამ შემადგენლობაში დიდი პრობლემები გვაქვს.მბაპე კაცმა არ იცის დაიწყებს თუ არა სასტარტოდან,როდრიგოც სავარაუდოდ ვერ ითამაშებს და დაცვის ხაზზე რო ვიწყებ ფიქრს მანდ ხო საერთოდ კატასტროფულად გვაქვს საქმე,რუდიგერიც არ იქნება და ამდენი ხნის უთამაშებელი ჰოისენი არ ვიცი როგორ სტაბილურად დადგება.


2

10 იანვარი 2026 23:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 141

TIBOM AR TOXLOS MTAVARIA


3

11 იანვარი 2026 15:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 297

ბარსამ ერთი დღით მეტი დაისვენაო რო ამბობს, ისიც თქვას რო. სამაგიეროდ რეალმა ატლეტიკომდე დაისვენა ერთი დღით მეტი. ასე თვლა რას უშველის, ლიგაზეც ხან ჩვენ ხან ბარსას უწევს 3 დღიანი პაუზები. და ამაზე ლსპარაკი არ ეკადრება დიდი გუნდის მწვრთნელს.


4

11 იანვარი 2026 17:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 921

დიდი ეჭვი მაქვს,რომ საქმე პენლებამდე მივა.


5

11 იანვარი 2026 19:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 206
11 იანვარი 2026 15:29, Valverde says:

ბარსამ ერთი დღით მეტი დაისვენაო რო ამბობს, ისიც თქვას რო. სამაგიეროდ რეალმა ატლეტიკომდე დაისვენა ერთი დღით მეტი. ასე თვლა რას უშველის, ლიგაზეც ხან ჩვენ ხან ბარსას უწევს 3 დღიანი პაუზები. და ამაზე ლსპარაკი არ ეკადრება დიდი გუნდის მწვრთნელს.

რა არ ეკადრება. რა  თქვა ისეთი? ?დიახ, „ბარსელონამ“ 1 დღით მეტი დაისვენა, მაგრამ ეს ვერ იქნება გადამწყვეტი. წილისყრის შედეგებს ვერსად გავექცევით.“წაიკითხე კარგად რას ამბობს


6

11 იანვარი 2026 19:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 254
11 იანვარი 2026 17:57, zizu2020 says:

დიდი ეჭვი მაქვს,რომ საქმე პენლებამდე მივა.

Saqari sems pirs dzma 

Tibo  grzelia erts mainc moigeriebs

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (267)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)