როდრიგო:„ეს დიდი გამარჯვება იყო, ახლა „ბარსა“ უნდა დავამარცხოთ“

როდრიგო გოეშმა „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ შესანიშნავად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. ასეთი ტიპის მატჩებში აუცილებელია ბოლომდე ბრძოლა. დღეს „რეალის“ ყველა გუ₾შემატკივარი ბედნიერია.“

„გოლის გატანა რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო. მწვრთნელმა რამდენჯერმე შემაცვლევინა პოზიცია. ვცდილობდი, ძალიან მობილური ვყოფილიყავი.“

„თუ გოლს ვიტან გუნდს ვეხმარები, იგივე შემიძლია ვთქვა ასისტებზეც, მაგრამ ხშირ მოძრაობას, ინტენსივობას და პროდუქტიულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალება მეძლევა, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბრუნდება ხარისხი და ბრუნდება ნდობაც, ეს ყველაფერი კი ძალიან მაძლიერებს.“

„ფინალი „ბარსელონას“ წინააღმდეგ ძალიან ემოციური და რთული იქნება, თუმცა ჩვენ მზად ვართ მოსაგებად და თასის მოსაპოვებლად.“

„ფედე ვალვერდეს საოცარი დარტყმა აქვს, ის თითო მატჩში მინიმუმ 10 შორეულ დარტყმას უნდა ახორციელებდეს. ურუგვაელის საჯარიმომ რობერტო კარლოსის ლეგენდარული გოლი გამახსენა.“


1

9 იანვარი 2026 16:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3

Finali rodisaa


2

9 იანვარი 2026 18:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 254
9 იანვარი 2026 16:43, mgeli says:

Finali rodisaa

ზეგ


3

9 იანვარი 2026 21:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 921

ყოჩაღ როდრიგო,ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ და ანჩელოტიც დასაპეპლია რომ არ გათამაშებდა და ზემოდან ალონსო უნდა გადააპეპლოს კაცმა, გაყიდვას რომ გიპირებდა ))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (267)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)