ჯუდ ბელინგემი:„თუ ამას ვერ აღიქვამ, „რეალი“ უნდა დატოვო“

ჯუდ ბელინგემმა მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„„ატლეტიკო“ ძალიან რთული ოპონენტია, ამ გუნდის წინააღმდეგ ჩაგვიტარებია, როგორც საუკეთესო მატჩები, ასევე გვქონია პრობლემებიც. მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას და სიმეონეს გუნდის დამარცხებას, რაც ავტომატურად ნიშნავს ესპანეთის სუპერთასის ფინალში გასვლას.“

„პირველ სეზონში ბევრი გოლი გავიტანე, შემდეგ პოზიცია შემეცვალა და შედარებით ნაკლები გავიტანე, რასაც თან დაერთო გუნდში მბაპეს მოსვლა. მთავარი გოლეადორი სწორედ ის არის, ფრანგს სეზონში 50-ზე მეტი გოლი გააქვს. მესმის, რომ ჩემგან მეტ გოლს ითხოვენ, თუმცა როლი შეცვლილი მაქვს და მივიჩნევ, რომ სხვა მხრივ გუნდისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებ.“

„მოედანზე საკმაოდ დიდ დისტანციას ვფარავ. ვცდილობ, დავეხმარო უკანა ბლოკს, ასევე ვიდგე წინ და შევქმნა მომენტები. შარშან 15 გოლი გავიტანე, რაც ცუდი შედეგი არ იყო. წელს კიდევ უფრო მეტის გატანას ვაპირებ. ჩემი მიზანი სეზონის გადამწყვეტ მომენტში საუკეთესო ფორმაში ყოფნა იქნება.“

„ვინის მტკიცე ხასიათი აქვს, ის არასდროს ნებდება, სისწრაფის და ტექნიკის ხარჯზე ხშირად ამწვავებს სიტუაციას და ცდილობს, გუნდისთვის რაც შეიძლება დიდი სარგებელი მოიტანოს. ბრაზილიელს არასდროს ჰქონია პრობლემები თანაგუნდელებთან, ის დიდ მუხტს გასცემს, რაც თანაგუნდელებზეც გადადის და პოზიტიურად აისახება. ვინისიუსი ჩემი მეგობარია და დარწმუნებული ვარ, რომ საუდის არაბეთში საოცარ შთაბეჭდილებას დატოვებს.“

„ჩაბი ალონსოს გუნდიდან წასვლა? მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, თუმცა ჩემი აზრით, შედეგები, რომელიც ბასკ სპეციალისტს აქვს, სავსებით მისაღებია, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლა ლიგაში. შიდა ჩემპიონატში ბოლო ტურებში მოვუმატეთ, იქამდე კი ჩავარდნა გვქონდა, რამაც სატურნირო ცხრილზეც ცუდად იმოქმედა, თუმცა ამ ვითარებას აუცილებლად შევცვლით. ჩაბის აქვს ფუნდამენტური ხედვები და გეგმები, რომელსაც ეტაპობრივად განახორციელებს.“

„კარგად გვახსოვს „ატლეტიკოსთან“ სამარცხვინოდ წაგებული შეხვედრა, მაგრამ ახლა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გავიდეთ ფინალში.“

„ჭორები გასახდელში პრობლემებთან დაკავშირებით? ეს სრულფასოვანი სისულელეა, რომელსაც არავინ აყვება. ჩვენ ვართ პროფესიონალები და კარგად ვითავისებთ, რას ნიშნავს სამეფო კლუბის ღირსების დაცვა.“

„თუ ვერ აღიქვამ სად ხარ, გუნდი უნდა დატოვო, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მსგავსი რამ მადრიდულ გრანდში არავის აწუხებს.“


1

გუშინ და 15:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 230

„კარგად გვახსოვს „ატლეტიკოსთან“ სამარცხვინოდ წაგებული შეხვედრა, მაგრამ ახლა ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გავიდეთ ფინალში.“

აი ამ სიტყვების შემდეგაც თუ არ მოიგეს და არ ნდომებიათ ამათ თამაში. ნამეტანი მოუმატეს ლაპარაკს სუყველამ, გუშინმოსულებმა ხო საერთოდ, ყველას აქ უნდა კარიერის დასრულება და ლეგენდად გახდომა, ოღონდ სირბილი ეზარებათ ერთი ორი გამონაკლისით.


2

12 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 773

ბელინგემის რა ვთქვა,მაგრამ ვინისიუსისნაირი ტრაკდაშვებული ფეხბურთელების ადგილი არ არის რეალში და რაც მალე გაყიდიან ვინის,მით უკრთესი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 18
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (70)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)