ალონსო:„თუ ამას გავაკეთებთ, „ატლეტიკოს“ დავამარცხებთ“

ჩაბი ალონსომ „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ამ კლუბში ყველაზე დიდი მოთხოვნებია, ფეხბურთელებს დიდი ზეწოლის ატანა უწევთ, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ რეჟიმში და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. თითოეულ ფეხბურთელს დიდ მოტივაციას ვაძლევ და ვცდილობ, ფსიქოლოგიურად დავეხმარო.“

„ნოემბერსა და დეკემბერში გუნდში ტრავმიანობა გაიზარდა და შედეგებიც გაუარესდა. ბოლო დროს, თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ და მივიჩნევ, რომ კიდევ შეგვიძლია წინსვლა. ახლა ურთულესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რასაც შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ.“

„ნახევარდაცვა ფუნდამენტური რგოლია და ჩვენ ამ მიმართულების განვითარებაზე კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ.“

„დანი კარვახალი ბრუნდება, მაგრამ 90 წუთის მოედანზე გატარება არ შეუძლია. ესპანელს შესაძლოა გარკვეული სათამაშო დრო მიეცეს.“

„ვინისიუსის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ის შეტევაში ბევრ განსხვავებას ქმნის. არ ვყვებით ჭორებს და არ გვაინტერესებს, რა იწერება პრესაში, ბრაზილიელი ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე ესპანეთის სუპერთასსა და მომდევნო კვირების მატჩებზეა ორიენტირებული.“

„ვინისიუსს ხშირად ვთხოვ, რომ პრესინგზე ითამაშოს, მას არნახული სისწრაფე აქვს. ზოგადად ბურთის გარეშე ინტენსიური მოქმედებები ყოველთვის ქმნის წარმატების მყარ საფუძველს.“

„ესპანეთის სუპერთასი რანგით მეოთხე ტურნირია ყველაზე მნიშვნელოვან თასებს შორის. პირველი რა თქმა უნდა არის ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ ლა ლიგა, შემდეგ კი სამეფო თასი, მაგრამ ახლა ძალიან ბევრს ვიშრომებთ, რომ სუპერთასს დავეუფლოთ.“

„მბაპე მზად არ არის. ვნახოთ, გავალთ თუ არა ფინალში და შეძლებს, თუ არა კილიანი მოედანზე დაბრუნებას. თუ რისკი ნულოვანი არ იქნება, მას თამაშის საშუალებას არ მივცემ.“

„სამწუხაროდ, გუნდს მილიტაოც გამოაკლდა, ის დაცვაში ძალიან დიდი ძალაა.“

„„ატლეტიკოს“ დასამარეცხებლად დიდი ენერგიის დახარჯვა და სწორი ფეხბურთის თამაშია საჭირო, თუ ამას გავაკეთებთ, სიმეონეს გუნდის დამარცხება სავსებით შესაძლებელია.“

„ფსიქოლოგიური მზაობა აუცილებელია. კარგად გვახსოვს ბოლო მატჩი „როხიბლანკოს“ წინააღმდეგ. გამოწვევებს სწორად ვაფასებთ და საბრძოლველად მზად ვართ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 18
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (70)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)