ვინისიუსი „ჩელსიში“ - თანხა გამზადებულია!

ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ ისტორიული ტრანსფერის განხორციელებაზე მუშაობს.

„არისტოკრატები“ მზად არიან, პირადი რეკორდი დაამხონ და ვინისიუს ჟუნიორის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადონ, რაც პირველ ეტაპზე 160 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

კონტრაქტის ვადად „ჩელსი“ 5 წელიწადს განიხილავს, სადაც პრემიერლიგის ყოველი მოგებისთვის ლონდონური გრანდი მზად არის, „რეალს“ დამატებით 6 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ამასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ „ჩელსი“ ერთჯერადად 30 მილიონს გადაუხდის სამეფო კლუბს, თუ ვინისიუსის პირველი კონტრაქტის ფარგლებში ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს.

გამოდის, რომ „რეალმა“ მართლაც ძალიან მაცდური წინადადება მიიღო.

თუ ბრაზილიელი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, „ჩელსის“ წინადადება ფლორენტინო პერესისთვის ყველა ვარიანტში საინტერესო უნდა გამოდგეს.


1

6 იანვარი 2026 13:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 297

თუ ბრაზილიელი ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, „ჩელსის“ წინადადება ფლორენტინო პერესისთვის ყველა ვარიანტში საინტერესო უნდა გამოდგეს.

და ვინისიუსს არ ეკითხება? წავა იქ სადაც პერესს მოუნდება?


2

6 იანვარი 2026 16:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 141

UNDA WAVIDES ZAAN ACHRILIA VERADA VER GAIZARDA


3

6 იანვარი 2026 16:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 254

არა მგონია 160 გაყიდოს ბაბუმ ვინი სადაც თქვა რო ვალვერდე 110 ზე მეტი ღირსო იქვე იტყვის 160 მეტი ღირსო ვინი.


4

6 იანვარი 2026 17:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 186

რაც მალე წავა მით უკეთესი ყველასთვის 


5

6 იანვარი 2026 17:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 479

დრო კი არის რომ გაყიდონ, აწი ეს ვეღარ მოუმატებს. 


6

6 იანვარი 2026 20:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 62

თუ სიმართლეა, არ გამყიდველს შევე*ი, ფლორენტინო


7

7 იანვარი 2026 00:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 141

SANAM IXDIAN AMDENS GAUSHVAN


8

7 იანვარი 2026 01:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 275

არაბები უფრო მეტს იხდიან მაგრამ არავინ კითხაცს ვინისიუს უნდა თუ არა


9

7 იანვარი 2026 21:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 26

წახტი ბიჯო წახტი იმ ოქროსბურთის მერე რა გეშველება


10

7 იანვარი 2026 23:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 064

ისე ვინი ასე მგონია სხვაგან რო გადავიდეს უფრო ათამაშდება, რეგრესი დაეწყო ოქროს ბურთის ვერ მოგების შემდეგ და მბაპეს ფაქტორმა კიდევ ძალიან დაჩრდილა.

-----------------------
Hala Madrid! White heart!

11

8 იანვარი 2026 01:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 115

მბაპე სანამ არის,ვინისიუსი ვერ გაიხარებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (267)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)