პელეგრინი:„გონსალო საოცარი ფორვარდია“

მანუელ პელეგრინიმ „რეალთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც „ბლანკოსის“ მოთამაშეები შეაქო.

„მადრიდის „რეალი“ ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე ტარდება.“

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მატჩში დასაბრუნებლად, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, ვინაიდან ჩაბი ალონსოს გუნდს აბსოლუტური დომინაცია ჰქონდა. ეს არ იყო ჩვენი საღამო.“

„მადრიდულ გრანდს აკლდა კილიან მბაპე, დამეთანხმებით, ის ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ კილიანის ნაცვლად მოედანზე გონსალო შევიდა და ჰეთ-თრიკი მიითვალა.“

„გარსიას სახით „მერენგებს“ ამომავალი ვარსკვლავი ჰყავთ, ის ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობს და კარგი საშემსრულებლო ოსტატობა აქვს.“

„სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩის წაგებამ პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მომდევნო ტურებში სტაბილური შედეგების ჩვენებას ვაპირებთ.“


1

5 იანვარი 2026 11:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 921

ეჯ....მანუელ.....მანუელ.....რეალს თავიანი კაცი აკლია ზემო ეშელონებში,თორემ შენ გუნდს 7:0-ს მოუგებდა.))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (267)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)