გონსალო:„ეს საღამო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოა“
გონსალო გარსიამ ბრწყინვალე მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
„ჩემს ემოციებს საზღვარი არ აქვს. ვერ აგიღწერთ, რა განვიცადე, როდესაც ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა ფეხზე წამოდგა და ტაშს მიკრავდა. ეს ემოციები დაუვიწყარი იყო.“
„პირველი, მეორე თუ მესამე? ვერცერთს ვერ გამოვარჩევ, ყველა გოლი ეფექტური იყო, ყველამ გოლმა შექმნა ის შედეგი, რაც საბოლოო ჯამში დავაფიქსირეთ.“
„ჩვენ გვჭირდება სწორედ ასეთი მატჩები, ასეთი ენთუზიაზმი და შემართება. გუნდი ყველა კომპონენტში ეფექტური იყო.“
„ეს მადრიდია, სადაც უდიდესი კონკურენციაა. თუ გინდა, რომ შესაძლებლობები დაამტკიცო, ყველა წუთი უნდა გამოიყენო. ვიცი, სადაც ვარ და ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგელობა მაკისრია.“
„კილიან მბაპე მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია, მისგან ბევრს ვსწავლობ. დღეს ფრანგი არ იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით და საკმაოდ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ.“
- 4 იანვარი 2026
- 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



