ვინისიუსის საიუბილეო გამარჯვება ლა ლიგაში
„ბეტისთან“ მოპოვებული გამარჯვება ვინისიუს ჟუნიორისთვის საიუბილეო გამოდგა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „რეალის“ მაისურით მხოლოდ ლა ლიგაში 150-ე დაპირისპირება მოიგო და ამისთვის 225 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
2018 წლის 29 სექტემბერს ვინიმ „ბლანკოსის“ რიგებში ლა ლიგაში პირველად ითამაშა, მის ანგარიშზე 225 დაპირისპირებაში 66 გოლი ფიქსირდება.
2020, 2022 და 2024 წლებში ბრაზილიელმა ესპანეთის შიდა ჩემპიონატის მოგება შეძლო.
გუნდი, რომელიც ვინისიუსმა ყველაზე მეტჯერ დაამარცხა, ვიგოს „სელტა“ გახლავთ, ვინიმ მოწინააღმდეგესთან 11-ჯერ იმარჯვა.
რაც შეეხება სეზონს, სადაც ვინისიუსმა ყველაზე მეტი მატჩი მოიგო, ეს გახლავთ 2021/22 წლების სეზონი, სადაც სახმრეთ-ამერიკელმა 25-ჯერ დატოვა მოედანი გამარჯვებულის რანგში.
- 4 იანვარი 2026
- 831
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



