როდრიგო:„წლის საოცარი სტარტი იყო“
როდრიგო გოეშმა „ბეტისთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ასეთ სტარტზე ნამდვილად ვოცნებობდით. ვფიქრობთ, წლის საუკეთესო სტარტი იყო. მეტექის კარში 5 გოლი გავიტანეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.“
„რომ არა მეტოქის კარის დარაჯის ეფექტური გამოსვლა, ანგარიში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.“
„ვულოცავ გონსალო გარსიას, მისთვის ეს ჰეთ-თრიკი დამატებითი მოტივაციის წყარო იქნება.“
„მიხარია, რომ საუკეთესო ფორმაში შევდივარ და ჩაბი ალონსოც მენდობა. ჩემთვის სათამაშო დრო ძალიან მნიშვნელოვანია.“
„ვეცდები, მეტი გავიტანო და თანაგუნდელებს დავეხმარო.“
„წინ ესპანეთის სუპერთასი გველის, დასვენებისთვის დიდი დრო არ გვაქვს, 2026 წელს პირველი ტიტულის მოგება შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერი უნდა ვიღონოთ.“
- 4 იანვარი 2026
- 423
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




