ფედე ვალვერდე:„პირველი 35 წუთი ფანტასტიკური იყო“
ფედერიკო ვალვერდემ ბერნაბეუზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„პირველი 35 წუთი ფანტასტიკური იყო. ვფიქრობ, გაცილებით მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მეტოქის მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“
„დარწმუნებული ვარ, გუნდი კიდევ მოუმატებს. დღეს ყველამ იხილა, რა შეუძლია სამეფო კლუბს.“
„ესპანეთის სუპერთასზე გაორმაგებული პასუხისმგებლობით თამაში გვმართებს. ვიცით, რომ სასწორზე მნიშვნელოვანი თასი დევს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.“
„ვულოცავ გონსალო გარსიას, ესპანელ ფორვარდს საოცარი თამაში ჰქონდა. ჰეთ-თრიკი, რომელიც მან შეასრულა, მართლაც დაუვიწყარია.“
„ახლა უნდა დავისვენოთ, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად, შემდეგ კი საუდის არაბეთში გამგზავრებაზე ვიფიქრებთ.“
- 4 იანვარი 2026
- 423
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



