ჩაბი ალონსო:„მსგავსი რამ მადრიდისტებმა აღარ უნდა გააკეთონ“
ჩაბი ალონსომ „ბეტისის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მიხარია წლის ასეთი შედეგით დაწყება. ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით და გამარჯვება დავიმსახურეთ.“
„გონსალო გარსიამ 3 გოლი გაიტანა, მისთვის ეს შეხვედრა დაუვიწყარი იქნება და დარწმუნებული ვარ, მოტივაციასაც გაუორმაგებს.“
„ყველა ბედნიერია. ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ უდიდესი სიამოვნება მიიღო.“
„ვინისიუს ჟუნიორმა საოცრად ითამაშა, პირველ ტაიმში მისი დრიბლინგები ძალიან სახიფათო იყო. მეორე ნახევარში ბრაზილიელს ტემპი არ დაუკლია, ბოლოს კი შევცვალე, რადგან დაიღალა, თამაშში კი მეტი ენერგიის შეტანა გვესაჭიროებოდა.“
„ასე უნდა გავაგრძელოთ, გუნდს ჰქონდა გააზრებული კომბინაციები და სიმწვავე, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი მოიტანა.“
„წინ ესპანეთის სუპერთასია, სადაც ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური თავდაჯერებულობა. როგორც გითხარით, გუნდს აქვს შესაბამისი რესურსი, მთავარი კი ყველაფრის სწორად გამოყენებაა.“
„8 იანვრამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ახლა უნდა დავისვენოთ და საუდის არაბეთში გამგზავრებაზე ვიფიქროთ. დარწმუნებული ვარ, გუნდს შეუძლია 2026 წლის პირველი თასის მოგება.“
„გონსალო ძალიან მოქნილი ფეხბურთელია, მას შეუძლია სწრაფად აჩქარება, აქვს კარგი ხედვა და დარტყმის უნარი. დარწმუნებული ვარ, ესპანელი კიდევ ბევრჯერ აიღებს მეტოქის კარს.“
„კამავინგა დიდ როლს ასრულებს. სამწუხაროდ, ფრანგ ფეხბურთელს ტრავმებმა ხელი შეუშალა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. იმედი მაქვს, ნახევარმცველი ამ სეზონში დაზიანებებს აღარ მიიღებს და ჩვენთან ერთად იქნება.“
„ვინისიუს ჟუნიორი ჩვენთვის ფუნდამენტალური ფეხბურთელია. ის, რომ ბერნაბეუზე მას დაუსტვინეს, ძალიან არასასიამოვნო იყო. მოვუწოდებ ყველა მადრიდისტას, მსგავსი რამ არ გააკეთოს.“
„კურტუას საოცარი თამაში არავისთვისაა საკვირველი, ის ტოპ კლასის კარის დარაჯია და ყოველთვის აჩვენებს, რა დონეზე იმყოფება.“
„მბაპეს დაბრუნება? მისი მდგომარეობა ექიმების მიერ იქნება შეფასებული. როგორც გითხარით, ფრანგის დაბრუნება მის შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული.“
- 4 იანვარი 2026
- 1 144
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



