ალონსო:„მბაპეს აღდგენა მთლიანად მასზე იქნება დამოკიდებული“

ჩაბი ალონსომ „ბეტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მოუთმენლად ველით „ბეტისთან“ დაპირისპირებას. ეს გუნდი საკმაოდ მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს, მაგრამ ჩვენ ბერნაბეუზე უნდა ვიასპარეზოთ და მოტივაცია უდიდესი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ქომაგები ეფექტურ ფეხბურთს იხილავენ.“

„მბაპე გამოგვაკლდა, მაგრამ გვყავს სხვა ფეხბურთელები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რესურსის სრულად ასათვისებლად.“

„როდრიგომ წელი კარგ ფორმაში დაასრულა, მას შეუძლია 3 პოზიციაზე თამაში, რაც დიდი კომფორტია.“

„ტრანსფერები? თუ კონკრეტული შესაძლებლობა გაჩნდება გავაქტიურდებით, მაგრამ ახლა მიზნები არ გვაქვს, გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული.“

„დანი კარვახალი ბრუნდება, ესპანელ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა, ახლა კი გუნდის დახმარებას შეძლებს, კაპიტანი მნიშვნელოვან დაპირისპირებებში იქნება ჩვენთან ერთად.“

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ავტორიტეტი, რომელიც დანის გუნდში აქვს. ის 2014 წელსაც „რეალთან“ ერთად იყო და ახლაც. ამ წლებში კი „ბლანკოსში“ ნამდვილი ისტორია შეიქმნა.“

„მბაპესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი მის ორგანიზმზე სწრაფ რეაბილიტაციაზე იქნება დამოკიდებული.“

„გვსურს, რომ ენდრიკ ფელიპემ სათამაშო დრო მიიღოს, სწორედ ამიტომ გავუშვით ბრაზილიელი ფეხბურთელი „ლიონში“. გრძელვადიან პერსპექტივაში მან საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს.“

„ვინისიუსმა მენტალურადაც დაისვენა, საშობაო დღეეებში მან ძალების აღდგენა შეძლო.“

„საშობაო შესვენებამ ჩემზეც კარგად იმოქმედა, მთელი დრო ოჯახს და მეგობრებს დავუთმე. ასეთი დღეები ყოველთვის პოზიტიურ როლს თამაშობს.“

„დინ ჰაუსენს დისკომფორტი ჰქონდა, მისი სრულფასოვანი ვარჯიში რისკებს შეიცავდა. საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებ.“

„მბაპეს ყოველთვის თამაში სურს, რაც შეუძლებელია.“

„ენდრიკის სუპერთასის შემდეგ გაშვება? ვფიქრობ, ამაზე ახლა საუბრის დრო არ არის. ბრაზილიელს „ლიონში“ წარმატებებს ვუსურვებ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 18
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 9
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2026 (38)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)