თუ როდრი „სიტის“ დატოვებს, „რეალი“ ისევ გაიბრძოლებს
არ არის გამორიცხული, როდრიმ „სიტის“ რიგები სეზონის ბოლოს დატოვოს.
ესპანელ ფეხბურთელს მანჩესტერულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება და ახალი შეთანხმებაც არ არსებობს.
მადრიდში თვლიან, რომ როდრის ასაკის მიუხედავად, მასზე 3-4 წლიანი გათვლის გაკეთება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, მაგალითად კი ტონი კროოსი და მოდრიჩი მოჰყავთ.
როდრი პრემიერლიგიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს, ის 22 ივნისს 30 წლის ხდება და თუ გუნდს ახლა არ დატოვებს, შემდეგ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ ნახევარმცველის დამატება დიდ შედეგებს მოიტანს, თანაც უნდა აღინიშნოს, რომ როდრის ფასი უმძიმესი ტრავმის შემდეგ განახევრა. ამ ეტაპსთვის მისი შესაძლებლობები 70-75 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
პერესის გეგმის მიხედვით, თუ როდრი მართლაც დატოვებს ინგლისურ კლუბს, „რეალი“ გააკეთებს ყველაზე მიმზიდველ შეთავაზებას და ყველაფერს ეცდება როდრის ბერნაბეუზე ჩასაყვანად, თანაც თავად ესპანელისთვისაც მიმზიდველი უნდა იყოს სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა.
- 3 იანვარი 2026
- 1 155
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




