ღია ვარჯიში დი სტეფანოზე
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ალფრედო დი სტეფანოს სახელობის არენაზე ღია ვარჯიში გამართეს.
ტრადიცია არც ამჟამად დარღვეულა და ფეხბურთელები ქომაგებს შეხვდნენ.
მოთამაშეებმა გულშემატკივრებს ბურთები და მაისურები დაურიგეს, მთელი სესია კი განსაკუთრებული ოვაციების ფონზე წარიმართა.
სამწრთნელო შტაბმა დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობის კომპონენტს, კონტრ-შეტევებს და სტანდარტულებს.
ვარჯიშს რამდენიმე კანტერანოც ესწრებოდა.
- 30 დეკემბერი 2025
- 582
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



