„რეალმა“ ვარჯიში განაახლა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა საშობაო შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლეს.
ჩაბი ალონსომ გუნდი საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა და „ბეტისთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყო.
პირველ რიგში ყურადღება ფიზიკურ კონდიციებს მიეძღვნა, შემდეგ კი გუნდმა ბურთთან ერთად ივარჯიშა.
აღსანიშნავია, რომ სესიაზე დიდი ყურადღება მიექცა ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
ფეხბურთელები ხვალ ღია სესიას ჩაატარებენ.
- 28 დეკემბერი 2025
- 13
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



