რუდიგერთან მოლაპარაკებები მარტში განახლდება
ანტონიო რუდიგერი და სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ, რომ საკონტრაქტო მოლაპარაკებებზე საუბარი მარტის თვიდან უნდა განაახლონ.
გერმანელი ფეხბურთელი კლუბში დარჩენის მომხრეა, მაგრამ ეს მის სათამაშო კონდიციასა და შეგრძნებებზე იქნება დამოკიდებული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანტონიოს ბერნაბეუზე დარჩენა 2028 წლის 30 ივნისამდე სურს, „რეალის“ შეთავაზება კი 1 წლიანია და გახანგრძლივებას 2027 წლის 30 ივნისამდე მოიცავს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ანტონიო გაგებით მოეკიდება ნებისმიერ პოზიციას, რომელიც „რეალის“ ოფისებში იარსებებს.
და ბოლოს, მარტის თვიდან მოლაპარაკებები განახლდება და მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეჯერდებიან.
- დღეს, 10:33
- 79
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



