მადრიდის "რეალი" მუშაობას უბრუნდება
ჟოზე მაურინიომ "რეალ მადრიდ სიტიში" 15 ფეხბურთელის გარეშე ივარჯიშა
კვირას დეპორტივოს წინააღმდეგ 6-1 გამარჯვების შემდეგ პირველ ვარჯიშზე მხოლოდ მარსელომ, გაგომ, პედრო ლეონმა, ალბიოლმა, გრანერომ, მატეოსმა, დუდეკმა და ადანმა მიიღეს მონაწილეობა, რადგან 15 ფეხბურთელი საერთაშორისო მოვალეობაზე იმყოფება.
გამახურებელი გაწელვითი და მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ 6 ფეხბურთელი წყვილ-წყვილად დაიყო და ვარჯიშობდნენ მოკლე და გრძელ პასებში. ამას მოჰყვა დაბრკოლების კურსი, რომელიც შეიცავდა კონუსებსა და სლალომის ჯოხებს შორის ბურთის გატარებას და კარებში დარტყმას. ამასობაში დუდეკი და ადანი, ვარჯიშობდნენ სილვინო ლოუროს ბრძანებების ქვეშ.
შემდეგ გუნდი დაიყო 2 ნაწილად და მათ გამართეს პრაქტიკული მატჩი, რომელსაც მეკარეებიც შეუერთდნენ. ფეხბურთელებს მხოლოდ 1 შეხების უფლება ჰქონდათ.
პრაქტიკულ მატჩამდე (დუდეკი, მარსელო, მატეოსი, გრანერო გამოდიოდნენ ადანის, პედრო ლეონის, ალბიოლის და გაგოს წინააღმდეგ) დღის წესრიგში იყო სირბილი და მოკლე დისტანციაში სწრაფად სირბილი. სესია დაიხურა დამასვენებელი გაწელვებით და დაჯდომა-ადგომებით (sit-ups).
წყარო: realmadrid.com
- 5 ოქტომბერი 2010
- 1 756
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.