ენდრიკის საკითხი სრულად გაირკვა
ენდრიკ ფელიპეს საკითხი მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შესახებ გარკვეულია.
ბრაზილიელი ფეხბურთელი „ლიონში“ 6 თვიანი იჯარით მიდის, ხელფასის 50%-ს გადაიხდის მადრიდული გრანდი.
ასევე ცნობილია, რომ ფრანგულ კლუბს გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
ენდრიკი „ლიონში“ კიდევ 1 წლით მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ ორივე მხარე გამოთქვამს სურვილს.
ასევე ხელშეკრულებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ფრანგული კლუბი ვალდებული იქნება, ენდრიკს გარკვეული რაოდენობის მატჩებში სათამაშო დრო მისცეს.
- გუშინ, 13:49
- 1 011
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



