კურტუა:„2026 წელი „რეალის“ უნდა იყოს“
ტიბო კურტუამ „სევილიასთან“ საოცრად ითამაშა და „რეალი“ გაშვებულ გოლს არაერთხელ გადაარჩინა.
„ეს შეხვედრა საკმაოდ რთული იყო. ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გავიტანეთ. უნდა მოვუმატოთ და ვიბრძოლოთ, როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური გაუმჯობესების მისაღწევად.“
„ამ დღეებს ოჯახებს დავუთმობთ და დავისვენებთ, შობის შემდეგ კი „ბეტისთან“ დაპირისპირებისთვის დავიწყებთ მზადებას.“
„ის, რომ რამდენიმე „სეივი“ გავაკეთე, ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა ჩვენს კართან მომენტები ვერ შექმნან.“
„მბაპეს 59 გოლი? ის საოცარი მოთამაშეა, რომელიც ყველა მატჩში განსაკუთრებულ ხიფათს ქმნის. ძალიან მიხარია, რომ კილიანმა კრიშტიანოს რეკორდი გაიმეორა, ის ყველაფერს იმსახურებს, რადგან უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს.“
„ბერნაბეუზე კაპიტნის სამკლაური პირველად მოვირგე, ეს განსაკუთრებული ემოცია იყო. დარწმუნებული ვარ, 2026 წელი წარმატებული იქნება. მსურს, ყველა მადრიდისტას ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო, მომდევნო წელი აუცილებლად ჩვენი უნდა იყოს.“
- დღეს, 14:05
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



