„რეალი“ დავიდე ანჩელოტისაც განიხილავს

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად დავიდე ანჩელოტის განიხილავს.

დავიდემ რამდენიმე დღის წინ „ბოტაფოგოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მამას ბრაზილიის ნაკრებში შეუერთდება და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე კარლიტოსთან ერთად იქნება.

ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალი“ აფასებს ღრმა ცოდნას, რომელიც კლუბის ფილოსოფიის, ტრადიციების და მიდგომების მიმართ დავიდეს გააჩნია, სწორედ ამიტომ, პერესი მიიჩნევს, რომ უმცროსი ანჩელოტის კანდიდატურა შესაძლოა წარმატების ფორმულის შემქმნელი აღმოჩნდეს.

ამასთანავე ცნობილია, რომ დავიდე კარგად არის გათვიცნობიერებული თანამედროვე ტექნოლოგიებში და ამის ფეხბურთში ინტეგრაციას უწყობს ხელს.

კარლო ანჩელოტი წლების მანძილზე ამბობდა, რომ ის ძველი ყაიდის სპეციალისტია, დავიდესთან ერთად მუშაობა, რომ თანამედროვეობის უკეთ აღქმასა და ტექნოლოგიების გამოყენებაში უწყობს ხელს.

სხვა ინფორმაციები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ფაქტია, რომ დავიდეს სახელმა მადრიდულ ოფისებში გაიჟღერა.

  • Madridista
  • 26 დეკემბერი 2025
  • 1 943
  • 4

1

21 დეკემბერი 2025 08:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 567

მოურინიო დააკვდებოდა ამ რეალს, თუ მაინცდამაინც ვინმეს მოყვანა უნდათ. რადგან ნახევარდაცვაში არ გვყავს ბურთის დამჭერი, გადაეწყობოდნენ მოუს ტაქტიკაზე და ვნახავდით ვინის და მბაპეს საუკეთესო ვერსიებს


2

21 დეკემბერი 2025 13:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 47
21 დეკემბერი 2025 08:12, Maestro says:

მოურინიო დააკვდებოდა ამ რეალს, თუ მაინცდამაინც ვინმეს მოყვანა უნდათ. რადგან ნახევარდაცვაში არ გვყავს ბურთის დამჭერი, გადაეწყობოდნენ მოუს ტაქტიკაზე და ვნახავდით ვინის და მბაპეს საუკეთესო ვერსიებს

იმედია ხუმრობ ხო? მაურინიოს დედას შეასკდა მთელი მადრიდი, ხო არ ღადაობ


3

27 დეკემბერი 2025 12:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 284

და დევიდეს დამხმარეთ ვინ იქნება? მამამისი?


4

27 დეკემბერი 2025 21:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 880

დავიდე ანჩელოტი არა,ჟოზე მაურინიო კიდე.....)))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (80)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)