„სევილიასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა 2025 წლის ბოლო მატჩისთვის მზადება დაიწყეს.
ჩაბი ალონსომ გუნდი შეკრიბა და აღდგენითი სესია გამართა.
„ტალავერასთან“ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა სრულფასოვანი დატვირთვა არ მიიღეს, დანარჩენებმა კი ყველაფერი შეასრულეს.
ჯუდ ბელინგემი და ფედე ვალვერდე მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში დაკავდნენ.
ჩაბიმ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და კარში დარტყმებს.
შეგახსენებთ, ანდალუსიელებთან შეხვედრა 20 დეკემბერს არის ჩანიშნული.
- გუშინ, 00:30
- 53
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



