ალონსო:„გუნდი მარტისთვის გაცილებით უფრო ძლიერი იქნება“

„ტალავერასთან“ დაპირისპირების წინ ჩაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამართა.

„ამ გუნდს უდიდესი მოტივაცია ექნება, ვინაიდან „რეალთან“ შეხვედრის შანსი მიეცა. „ტალავერას“ შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა მზადების პროცესი კომპლექსური იყო. ჩვენი მიზანი სწრაფი, მწყობრი და გამართული თამაშის ჩვენება იქნება. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა შევძლოთ.“

„მეტოქეს პატივს ვცემთ და მივიჩნევთ, რომ საბრძოლველად მზად ვართ.“

„ვარჯიშს რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა, თუმცა სასიამოვნო სიურპრიზებიც გვაქვს.“

„ტაქტიკური თვალსაზრისით სწორ მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. წლის ბოლომდე 2 მატჩი დარჩა და ორივე უნდა მოვიგოთ, შემდეგ კი დიდ მიზნებზე ვიფიქროთ. დასვენების დღეებს აუცილებლად გამოვიყენებ იმისთვის, რომ გუნდს კარგი დინამიკა მივცე.“

„არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. მე პატივს ვცემ, როგორც პრეზიდენტის, ასევე დირექტორთა საბჭოს აზრს.“

„მსაჯების განცხადებები? საკუთარი ინტერესების დაცვა ყოველთვის ლეგიტიმურია. ახლაც ვამბობ, რომ მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ „ალავესთან“ შეხვედრაშიც შეცდა. ვინისიუს ჟუნიორის მომენტს ბევრჯერ ვუყურე, ეს იყო 100%-იანი პენალტი.“

„ვალდეპენიასის დებიუტით კმაყოფილი ვარ ბედნიერი ვარ. მივიჩნევ, რომ ახალგაზრდა მცველს დიდი პერსპექტივა აქვს. როდესაც სწორ დროს სწორ ადგილას ხარ, ბოძებული შანსი უნდა გამოიყენო და შრომა გააგრძელო. ვალდეპენიასი ახლაც გუნდთან ერთად ვარის და „ტალავერას“ წინააღმდეგ განაცხადში მოხვდება.“

„მე არ ვარ იგივე ჩაბი, რაც ივნისში ვიყავი. ფეხბურთელები უკეთ გავიცანი, სიტუაცია უფრო გავითავისე. ადაპტაცია ფაქტობრივად დასრულებულია, წინ კი დიდი გეგმები მაქვს, რომელსაც განვახორციელებ.“

„თუ მარტში უკეთესი გუნდი ვიქნებით, ვიდრე ახლა ვართ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ჩემი მიზანი ყოველთდღიური პროგრესია.“

„როდრიგო გოეშმა ბოლო 2 მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, ბრაზილიელს როგორც მარჯვენა ფლანგელად, ასევე შემტევ ნახევარმცველად თამაში იდეალურად შეუძლია. მას აქვს კარგი დარტყმა და ცდილობს, გუნდისთვის სასარგებლო იყოს.“

„ზოგიერთ შეხვედრას სჭირდება დამატებითი ფსიქოლოგიური მომზადება და ჩვენ ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს.“


1

16 დეკემბერი 2025 17:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 118

VAA LIMONAM DAVA MOUGO XALIPAS DA 61 LIMONS GADAUXDIS


2

16 დეკემბერი 2025 18:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 65

ტაქტიკა უნდა დაალაგო კონტრატაკის, სხვანაირად ბურთს ვერ დაიჭერ ამ ნახ დაცვით


3

16 დეკემბერი 2025 18:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 018
16 დეკემბერი 2025 17:10, RUSTAVSKI says:

VAA LIMONAM DAVA MOUGO XALIPAS DA 61 LIMONS GADAUXDIS

მჯეროდა, რომ ხალიფას ტყუილად არ ეჭიდავებოდა... პერესივით მაგარი ჯიუტია დედამისი გაიტანა თავისი. )))

-----------------------
Hala Madrid! White heart!

4

16 დეკემბერი 2025 20:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 284

რას ერჩით გამოასწორა საქმე, ალავესს შანსი არ დაუტოვა. მარტში კი  უკვე ჩემპიონობაზე გაიქაჩება.


5

16 დეკემბერი 2025 20:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 118
16 დეკემბერი 2025 18:42, Rustaveli1990 says:
16 დეკემბერი 2025 17:10, RUSTAVSKI says:

VAA LIMONAM DAVA MOUGO XALIPAS DA 61 LIMONS GADAUXDIS

მჯეროდა, რომ ხალიფას ტყუილად არ ეჭიდავებოდა... პერესივით მაგარი ჯიუტია დედამისი გაიტანა თავისი. )))

RA GASWOREBULSHI IQNEBA LIMONA


6

16 დეკემბერი 2025 22:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 322

სრულიად სამარცხვინო გახდა ეს დაჯილდოვება.რაფინიას რას ერჩიან ლიგის ბომბარდირი ლიგის საუკეთესო ასისტენტი ყველაზე მეტი გ+ა და ეს პრიზიც ვერ მოიგო

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

7

17 დეკემბერი 2025 00:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 880

რატომღაც მგონია,რომ მალე აგახვეინებს პერესი ბარგს.)))


8

17 დეკემბერი 2025 00:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 30

სად შეიძლება რო მადრიდის კოპა დელ რეის თამაშს ვუყურო? სეტანტაზე არ გავა ალბათ ხო?


9

17 დეკემბერი 2025 01:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 890

გვადალახარაა კარებში დგას მთელი გუნდით თუ რა ხდება :) თამაშშ არ ვუყურებ, მაგრამ სტატისტიკას რომ შევავლე თვალი, 58 წუთში 53 ზუსტი გადაცემა აქვს გვალალახარას მარტო გაკეთებელი :) სხვა მონაცემებზე არაფერს ვამბობ


10

17 დეკემბერი 2025 01:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 35
17 დეკემბერი 2025 01:46, murtoreali777 says:

გვადალახარაა კარებში დგას მთელი გუნდით თუ რა ხდება :) თამაშშ არ ვუყურებ, მაგრამ სტატისტიკას რომ შევავლე თვალი, 58 წუთში 53 ზუსტი გადაცემა აქვს გვალალახარას მარტო გაკეთებელი :) სხვა მონაცემებზე არაფერს ვამბობ

15-85 ზეა ბურთის

ფლობა :D


11

17 დეკემბერი 2025 09:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 198

აბა თქვენ იცით აქაც იქნებ დამატებითები გაწუროთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (80)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)