ალონსო:„მეტოქე ძალიან სწრაფი და მობილური იყო“

„ალავესთან“ გამარჯვების შემდეგ ჩაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით და მიზანი მიღწეულია. „ალავესი“ საკმაოდ ენერგიული გუნდია, რომელიც 90 წუთის მანძილზე გაუჩერებლად მოძრაობდა. გამარჯვება ნამდვილად დამსახურებული იყო. ვამაყობ ბიჭების გარჯით, არაერთ ასპექტში დავინახე მონდომება.“

„ერთიანობა ფუნდამენტურია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა სულისკვეთება შეინარჩუნოს. დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებთ.“

„ვინისიუსი? მას მთელი გუნდის მხარდაჭერა აქვს. ბრაზილიელი ფეხბურთელი აქტიურად მოქმედება და ყველა მატჩში აჩვენებს საკუთარ სიყვარულს სამეფო კლუბის მიმართ.“

„როდრიგოს გასახდელში ვუთხარი, რომ გოლი უნდა გაეტანა, სამხრეთ-ამერიკელმა დავალება იდეალურად შეასრულა.“

„ვალდეპენიასის დებიუტი სასიამოვნოა, მას წარმატებებს ვუსურვებ. კანტერანომ აჩვენა საკუთარი სისწრაფე, თანმიმდევრულობა და ემოციური მდგრადობა, რაც მისი ასაკის ფეხბურთელისთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ვინისიუსის მომენტში აშკარა პენალტი იყო, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.“

„3 დღეში ერთხელ გვიწევს მოედანზე გასვლა, ეს მარტივი არ არის, მაგრამ სხვა გუნდებიც იგივე სიტუაციაში იმყოფებიან.“

„როგორც უკვე გითხარით, „ალავესთან“ გასვლაზე თამაში მარტივი არ არის. ჩვენ გვჭირდებოდა 3 ქულა და მიზანი მიღწეულია, დანარჩენს კი მომდევნო მატჩებში ვიხილავთ.“

  • Madridista
  • 15 დეკემბერი 2025
  • 3 097
  • 4

1

15 დეკემბერი 2025 12:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 216

სამწუხაროდ ამ სეზონზე მარტო ესეთ გუნდებს ვუგებთ, რაც საზომი რეალის ნამდვილად არ არის. 


2

15 დეკემბერი 2025 12:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 167

ეხლა კიდე ეს სუპერთასი უაზრო ტურნირი ჩააკვეხეს ვის რაში ჭირდება.. 


3

15 დეკემბერი 2025 14:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 581
15 დეკემბერი 2025 12:26, I AM MADRID says:

ეხლა კიდე ეს სუპერთასი უაზრო ტურნირი ჩააკვეხეს ვის რაში ჭირდება.. 

აი გეთანხმები მაგრამ ეხლა გვჭირდება თავდაჯერებული უნდა გახდეს გუნდი ატლეტიკო და მერე ბარსელონა უნდა დავამარცხოთ მაგით ბევრს მივაღწევთ გუნდი დაიჯერებს თვითრწმენას აიმაღლებს  ალონსოც დამშვიდდება


4

15 დეკემბერი 2025 23:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 187
15 დეკემბერი 2025 14:43, super vini.jr 20 says:
15 დეკემბერი 2025 12:26, I AM MADRID says:

ეხლა კიდე ეს სუპერთასი უაზრო ტურნირი ჩააკვეხეს ვის რაში ჭირდება.. 

აი გეთანხმები მაგრამ ეხლა გვჭირდება თავდაჯერებული უნდა გახდეს გუნდი ატლეტიკო და მერე ბარსელონა უნდა დავამარცხოთ მაგით ბევრს მივაღწევთ გუნდი დაიჯერებს თვითრწმენას აიმაღლებს  ალონსოც დამშვიდდება

ძაან მეეჭვება რეალმა. ატლეტიკი დაამარცხოს.  ან თუ დავამარცხეთ ბარსასთან შანდი არ გვაქ სამწუხაროდ..  როგორც შარშან  ამ დროს მოიქოქა ბარსა  ჩვენ კიდე. უკან უკან მივდივართ 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (80)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)