რამოსი: მილანთან მატჩი საინტერესო იქნება
სამეფო კლუბის მარჯვენა მცველმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის 19 ოქტომბერს და ჩემპიონთა ლიგის მატჩს მილანის მილანთან. ესპანელი ფეხბურთელის თქმით "ბლანკოსმა" შარშანდელის გამო შური უნდა იძიოს და იტალიელები დაამარცხოს. შეგახსენებთ, ამ გუნდებს შორის დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუზე 2-3 დასრულდა იტალიელთა სასარგებლოდ...
"ალეგრის გუნდთან თამაში ძალიან საინტერესო იქნება, რადგან მოედანზე მსოფლიო დონის ვარსკვლავები გამოვლენ. ჩვენ გვსურს გამარჯვება და შარშანდელი მარცხის გამო რევანშის აღება, მაშინდელი წაგება მხოლოდ ჩვენი ბრალი იყო. როდესაც მატჩი დამთავრდა ბერნაბეუს პუბლიკამ სტვენით გაგვაცილა და შესანიშნავად მახსოვს თუ რა გრძნობდა დამეუფლა მაშინ.კიდევ მოგვეცა შანსი და უნდა გამოვიყენოთ, დარწმუნებული ვარ მილანელებს ნამდვილ ომს გამოვუცხადებთ და დამაჯერებლად დავამარცხებთ, ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს."
"როსონერის შემადგენლობაში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან პირლო, ზეედორფი და პატო, ისინი ამ გუნდში ძალიან სახიფათონი არიან, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც მეორე სართულზე ძალიან კარგად თამაშობს და საჰაერო ორთაბრძოლების მოგება მის წინააღმდეგ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ურთულესი საქმეა. იტალიელები გაძლიერდნენ და რა თქმა უნდა ეცდებიან ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაუფლება, მაგრამ ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ. მოუთმენლად ველი 19 ოქტომბრის მოსვლას, დარწმუნებული ვარ გულშემატკივრები სანახაობრივ მატჩს იხილავენ, რადგან მოედანზე მსოფლიოს ორი გრანდი, სამეფო კლუბი და მილანი გავლენ, ამ კლუბებს უდიდესი ისტორია აქვთ. ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს."
"რობინიო ჩემი მეგობარია და თუ მომიწევს მის წინააღმდეგ თამაში გამიხარდება, ბრაზილიელი ფეხბურთელი როდესაც რეალში გამოდიოდა ძალიან კარგ ფორმაში იყო, შემდეგ იგი გამოგვეთხოვა, ამან გული დამწყვიტა, მაგრამ რას ვიზამთ , დგება დრო, როდესაც ფეხბურთელი გუნდს იცვლი, ეს არ არის კატასტროფა, მე მას უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ ახალ კლუბში."
"დეპორტივოსთან მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა დასვენების საშუალება მოგვცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას მოვადუნებთ. მალე იწყება სანაკრებო ბატალიები, მაგრამ "ბლანკოსის" თითოეული მოთამაშე ორიენტირებული იქნება საკუთარ კლუბზე. ეროვნული გუნდებიდან დაბრუნების შემდეგ, სერიოზულად მოვემზადებით ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის, დარწმუნებული ვარ შევძლებთ ბერნაბეუს პუბლიკის გახარებას."
- 5 ოქტომბერი 2010
- 1 523
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.