„გალასათასარაი“ რუდიგერის წაყვანით ინტერესდება
ესპანური გამოცემების ცნობით, ანტონიო რუდიგერს თურქეთის ჩემპიონატიდან მსურველი ჰყავს.
„გალათასარაი“ მზად არის, გერმანელ ფეხბურთელთან რამდენიმეწლიან თანამშრომლობას მოაწეროს ხელი.
რუდიგერის და „რეალის“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება, თუ სამეფო კლუბი მასთან გახანგრძლივებას გეგმავს, მაშინ თურქების წინადადება განხილვას არ დაექვემდებარება, მაგრამ თუ ანტონიოს გაშვება გადაწყვეტილია, მისი იანვარში გასხვისება და გარკვეული თანხის გამომუშავება ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი იქნება.
ამ ყველაფრის პარელელურად, „მარკა“ იუწყება, რომ ფლორენტინო პერესს ანტონიოსთვის ახალი კონტრაქტი მზად აქვს და მხარეები მცირე დეტალებს აზუსტებენ.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- დღეს, 15:52
- 85
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




