ვინისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ იცვლება
დეკემბრის ბოლო არის ვადა, რომელიც მადრიდის „რეალმა“ ვინისიუს ჟუნიორს ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში განუსაზღვრა.
ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტთან არაერთი შეხვედრის შემდეგ, მხარეები ჩამოყალიბდნენ, რომ ვინის საბოლოო პასუხი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ეთქვა.
ფლორენტინო პერესი პოლიტიკას არ ცვლის და შეთავაზებას ძალაში ტოვებს. თუ „რეალის“ წინადადება ბრაზილიელისთვის მისაღები არ არის, გუნდი 2026 წელს მას გაასხვისებს და სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს.
ვინის ხელფასი ახალი შეთავაზების მიხედვით 3.5 მილიონით მოიმატებს, ხოლო 2028 წლის შემდეგ მატება დამატებით 2 მილიონი იქნება.
- დღეს, 13:32
- 78
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



