ბენზემა:„„რეალის“ ფეხბურთელებს როლების სწორი გადანაწილება სჭირდებათ“
კარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალში“ არსებული სიტუაცია მიმოიხილა და განაცხადა, რომ კლუბს არანორმალური რესურსი აქვს, რომელსაც სწორად ვერ იყენებს.
„როდესაც გუნდში ერთად არიან ვალვერდე, ბელინგემი, როდრიგო, ვინისიუსი და მბაპე, შეტევა უნდა იყოს ძალიან მობილური, სწრაფი, შედეგზე ორიენტირებული და ნაყოფიერი.“
„„რეალში“ პრობლემები აშკარაა. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სწორი გადანაწილება სჭირდებათ. ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი როლი. ჯუდი უნდა მიხვდეს, რომ ის ფლეიმეიკერია და არა გოლეადორი, ვინისიუსი დაცვით ფუნქციებს არ უნდა ასრულებდეს და მხოლოდ შეტევის გაძლიერებაზე უნდა ფიქრობდეს, ისევე როგორც მბაპე, რომელიც მოედნის ყველა წერტილშია. მას არ უნდა ევალებოდეს ბურთის ამოტანა, ამით ფრანგის რესურსი იკარგება.“
„საჭიროა მეტი კომუნიკაცია და გამოცდილი ფეხბურთელების გაზიარება. მარსელო წავიდა, მე წავედი, ასევე წავიდნენ მოდრიჩი და კროოსი. ამ მხრივ „ბლანკოსს“ გამოცდილი მოთამაშეები დააკლდა. კლუბს სჭირდება მეტი ემოციური მდგრადობა.“
„თუ შენი თანაგუნდელი შენზე ძლიერია, ეს უნდა მიიღო და ხელი შეუწყო განვითარებაში. სწორედ ეს არის გუნდური სულისკვეთება, რასაც საბოლოო ჯამში წარმატება მოაქვს.“
„ყველაფრის ალონსოზე დაბრალება არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ბასკი ფეხბურთელებს ბევრს ესაუბრება, როგორც დადებით მხარეებზე, ასევე შეცდომებზე. ასეთი ფუნქცია გუნდში ფეხბურთელებსაც უნდა ჰქონდეთ.“
„მბაპეს გოლები? ის ბევრს იტანდა და ბევრაც გაიტანს, მაგრამ მხოლოდ კილიანი ამინდს ვერ შექმნის. ფრანგმა ასევე ხშირად უნდა გამოიჩინოს თავი გადამწყვეტ მატჩებში.“
- დღეს, 11:04
- 92
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




