ბლანი ბენზემათი უკმაყოფილოა
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა მადრიდის რეალის ფორვარდი, კარიმ ბენზემა საჯაროდ გააკრიტიკა. კარიმმა ორშაბათს ვარჯიშზე დააგვიანა.
მამლებმა ევრო 2012 შესარჩევი მატჩებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები რუმინეთს და ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.
”ბენზემას გუშინ დეპორტივოს წინაღმდეგ არ უთამაშია. ვარჯიში 11:30 და 12:30 წუთზე იწყება. ეს დრო რო გადავწიოთ ზოგიერთი მაინც დააგვიანებს.”ციტირებს ბორდოს ყოფილი მწვრთნელის სიტყვებს Reuters-ი.
კარიმი მარტო ლორან ბლანს არ გაუკრიტიკებია. 22 წლის მოთამაშესთვის ჟოზე მოურინიოსაც უსაყვედურია.
ინფორმაციის წყარო:goal.com
- 4 ოქტომბერი 2010
- 1 841
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.