„რეალი“ დღეს არ ივარჯიშებს

„სიტისთან“ მომქანცველი დაპირისპირების შემდეგ ჩაბი ალონსომ გუნდის დასვენების გადაწყვეტილება მიიღო.

„მერენგები“ დღეს არ შეიკრიბებიან, „ალავესთან“ დაპირისპირებისთვის მზადება კი ხვალ, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, „ალავესთან“ მატჩი 14 დეკემბერს არის ჩანიშნული.


1

11 დეკემბერი 2025 12:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 532

რო ივარჯიშეს ხო გადაბრდღვნეს ყველაფერი ;დ


2

11 დეკემბერი 2025 13:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 890

კურტუამ ყლაპა, რუდიგერმა ყლაპა, ვინისიუსმა დარტყმა ვერ ისწავლა და აქ მარტო ალოსნოს ლანძღვაზე მიდის. თქვენი აზრით ამ ყველაფერს სხვა მწვრნელი შეცვლის? 

ან საერთოდ ვინ მოგყავთ? ზიზუ არ მოვა და არც კლოპი და სხვა ვარიანტი გააქვთ? 

გააგდებენ ალოსნოს და ან არბელოა მოვა ან სოლარი! აი დომხალი მერე ნახეთ. 

პერრესმა უნდა აიმაღლოს ცოტა ხმა და დააშოსმინოს ბევრი, ტრააკს დააჭირონ ან ააცვან გუნდიდან! 

ვინისიუსის ფანებმა კიდე ცოტა ხნით თავი შეიკავეთ მისი ქებისგან და რეალური სურათი დაინახეთ! რო არასერიოზული წიკვინა ბავში იმენა!  კლასიკოს მერე მე პირადად ბოლომდე გამიქრა შთაბეჭდილება.



3

11 დეკემბერი 2025 13:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 235

როგორ მახსოვს ზოგს აქ კროოსი კომპოსტელას დონის ფეხბურთელად რომ გამოყავდა და იძახდა გასაშვებიაო. კაცი რამდენი ხნის წინ წავიდა და იმხელა ხვრელი დატოვა მთელ ნახევარდაცვაში, მაგის შემვსები კაი ხანი არაა არავინ. 

მცველები საყიდელია და ნახევარდაცვაში ვიტინია და პასი გვჭირდება. ალონსოს სქემაში სამწუხაროდ ვალვერდეს ადგოლი არაა, ფანტაზია აკლია 


4

11 დეკემბერი 2025 14:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 285
11 დეკემბერი 2025 13:42, Luca_Modric says:

როგორ მახსოვს ზოგს აქ კროოსი კომპოსტელას დონის ფეხბურთელად რომ გამოყავდა და იძახდა გასაშვებიაო. კაცი რამდენი ხნის წინ წავიდა და იმხელა ხვრელი დატოვა მთელ ნახევარდაცვაში, მაგის შემვსები კაი ხანი არაა არავინ. 

მცველები საყიდელია და ნახევარდაცვაში ვიტინია და პასი გვჭირდება. ალონსოს სქემაში სამწუხაროდ ვალვერდეს ადგოლი არაა, ფანტაზია აკლია 

ძალიან ხო არ გყავთ კროოსი გაფეტიშებული, ერთი ჩვეულებრვი ნახევარმცველი იყო და თავისი საქმის პატიოსნად შემსრულებელი. აი მაგალითად გავლენიანი გამოცემა  Givemesport-მა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 15 ნახევარმცველი დაასახელა:    

ასე გამოიყურება სია:

15) კლარენს ზეედორფი (აიაქსი, რეალ მადრიდი, ინტერი, მილანი)

14) ტონი კროოსი (ბაიერნი, რეალ მადრიდი)

13) სტივენ ჯერარდი (ლივერპული)

12) კაკა (მილანი, რეალ მადრიდი)

11) ჩავი (ბარსელონა)

10) სოკრატესი (ბოტაფოგო, კორინთიასი, ფიორენტინა)

9) ლოთარ მათეუსი (ბაიერნი, ინტერი)

8) ლუკა მოდრიჩი (ტოტენჰემი, რეალ მადრიდი, მილანი)

7) რუდ გულიტი (პსვ, მილანი, ჩელსი)

6) ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

5) ბობი ჩარლტონი (მან იუნაიტედი)

4) ზიკო (ფლამენგო)

3) მიშელ პლატინი (იუვენტუსი)

2) ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, რეალ მადრიდი)

1) დიეგო მარადონა (ნაპოლი, ბარსელონა)

ეს ჩვენისთანა გულშემატკივრებმა კი არა პროფესიონალმა სპეციალისტებმა შეადგინეს და დაამტკიცეს. ასე რომ კროოს ნუ მივტირივართ, ბევრი უკეთესი გვყოლია.

პერესი დაბერდა, გავიგოთ და გავიაზროთ რომ ისევ თავის გალაქტიკოსის გეგმებს აწვება, არ არსებობს გუნდის წინსვლა მხოლოდ ნაყიდი ვარსკვლავებით. არ შეიძლება ერთ გუნდში იყვნენ ფეხბურთელები რომლებსაც ერთმანეთის ატანა არა აქვთ. ბენზემა როდის ამბობდა ვინისიუსს პასს ნუ აძლევთ შემოგზავნილიაო. დღესაც ვინისიუსი ითხოვს, მისცენ  ისეთივე ხელფასი როგორიც მბაპეს აქვსო. სხვანაირად კონტრაქტის გაგრძელებას არ განიხილავს. ეგება გავიაზროთ უკვე, რომ ასე ხელოვნურად აწყობილი გალაქტიკოსი არ მუშაობს. ვინმეს რაულის და კასილასის შემდეგ რეალის აღზრდილი ფეხბურთელი გახსენდებათ? ბარსას მაგალითად 9 ფეხბურთელი ყავდა ძირითად შემადგენლობაში ბოლო მატჩში თავისი ლა მასიის აღზრდილი. იმიტომაც ხო არ არის, რომ ახალი მოსული ები რეალის მაისური რო მოირგეს ფიქრობენ რო მთავარია რეალში არიან და "დალშე" რეალის მაგია იმუშავებს, თვითონ კი რატომღაც ოფლის დაღვრა არ უნდათ. დავფიქრდეთ ამაზე, ხვალ ზეგ პერესი წავა 80 წლის ხდება და ჩარჩენილია მე-20 საუკუნეში. ანუ: ბევრი კარგი ფეხბურთელი კარგი გუნდია. არ არის ასე გაიგოს ამ გადაბერებულმა ადამიანმა. ეს ჩემი აზრია, იმიტომ რო მე მტკივა ყველაფერზე გული და ვინც ფიქრობს რო აი ახლა უფრო კარგ ფეხბურთელებს ვიყიდით და კიდევ ბევრ თასებს დავდებთო. თასები კი არა თამაში გვაჩვენეთ ლამაზი ფეხბურთი... მოგვენატრა გაიგეთ რა...



5

11 დეკემბერი 2025 14:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 198

ასე რომ მოინდომოთ ყოველთვის ხო წარმომიდგენია რა დღეში ჩაყრით გუნდებს, ამას პლიუს დაბრუნდება მბაპე და მარჯვენა მცველი, რუდიგერი 100% ით ზამენაზე უნდა დაჯდეს და სებალიოსი უნდა იყოს სულ ძირითადში. უბრალოდ ალონსოს აქვს უაზრო აჩემებები, თორემ 60 წუთის მერე სულ უნდა აკეთებდეს ბევრ ცვლილებებს და ახალ სიცოცხლეს უშვებდეს მოედანზე


6

11 დეკემბერი 2025 14:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 216
11 დეკემბერი 2025 12:52, Erik Lamela says:

რო ივარჯიშეს ხო გადაბრდღვნეს ყველაფერი ;დ

კაი იყო საღოლ  ? 

გინდა ავარჯიშე ესენი გინდა არა აზრი არ აქვს


7

11 დეკემბერი 2025 17:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 82

ძაან ბევრია საწერი ,მეზარება მობილურით . ერთს ვიტყვი, სტილისტურად მსგავსი ნახევარმცველები ჰყავს გუნდს ,რაც კრეატივის და იმპროვიზაციის კლავს.პლიუს დაცვაში ეს ქრონიკული ტრამვიანოვა,რომელიც წლებია გრძელდება.კონკრეტულად არავის ბრალი არ არის, ანუ ერთ ადამიანზე ჯოხის გადატეხვა,არ მიმაჩნია სწორად.ნიკო ფაზზ თუ მოიყვანენ ,კიდე რამე შეიძლება,მაინც ახალი სისხლი იქნება .სხვამხრივ ,ეს სეზონი დასრულებულია ,გამართულ გუნდთან ნაკლები შანსი აქ ამ ფორმაციის რეალს.მბაპეს მოსვლამ არ დაარტყა ვინიციუსი,პირველ რიგში დაარტყა ჯუდ ბელინგემს,მთლიანად გაქრა ბელინგემს როლი,პლიუსები,კრეატივი . ბევრი რამეა შესაცვლელი ,მოკლედ.


8

11 დეკემბერი 2025 18:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 167

ნებისმიერ გრანდს შეუცვალე დაცვის ოთხეული ყოველ თამაშზე და ნახავთ რა შედეგს დადებენ. კიდევ კარგად არიან ამ მოცემულობიდან გამომდინარე 


9

11 დეკემბერი 2025 18:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 444

შეიძლება მეკარეც შეცდეს ერთხელ, ან თავდამსხმელმა პენლტი ვერ გაიტანოს, არავინ ამბობს რომ აქ მწვრთნელის ბრალია, მაგრამ 6 თვის განმავლობაში რომ ძირითადი შემადგენლობის ბირთვი ვერ ჩამოაყალიბა მწვრთნელმა ეგ ვის უნდა დავაბრალოთ, გუნდის მასაჟისტს? სელტასთან რაც ალონსომ გააკეთა მაგას დამწყები მწვრთნელი არ იზავდა, გყავს რუდიგერი და მილიტაო და რუდიგერს ტოვებ სკამზე და კარერასს აყენებ ცენტრში, ასენიოს მარჯვენა ფლანგზე აყენებ როცა შეიძლებოდა ვალვერდე დაეყენებინა, ზუსტად ამ ყველაფერს მოყვა მილიტაოს ტრამვა, კარერასის და გარსიას წითლები და 0:2. ვერ გრძნობს ეგ კაცი გუნდს და გინდა შეე....


10

11 დეკემბერი 2025 19:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 322
11 დეკემბერი 2025 18:15, I AM MADRID says:

ნებისმიერ გრანდს შეუცვალე დაცვის ოთხეული ყოველ თამაშზე და ნახავთ რა შედეგს დადებენ. კიდევ კარგად არიან ამ მოცემულობიდან გამომდინარე 

ბარსას მარტო ინიგო არ ყავს ამ სეზონში დაცვაში და კი აქვთ ღია კარის დღეები მოწყობილი ყოველ თამაში.მეკარე და დაცვა ეს ის განლაგებაა საჭირო თუ არაა არ უნდა შეცვალო.

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

11

11 დეკემბერი 2025 20:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 167
11 დეკემბერი 2025 19:31, I N I E S T A 8 says:
11 დეკემბერი 2025 18:15, I AM MADRID says:

ნებისმიერ გრანდს შეუცვალე დაცვის ოთხეული ყოველ თამაშზე და ნახავთ რა შედეგს დადებენ. კიდევ კარგად არიან ამ მოცემულობიდან გამომდინარე 

ბარსას მარტო ინიგო არ ყავს ამ სეზონში დაცვაში და კი აქვთ ღია კარის დღეები მოწყობილი ყოველ თამაში.მეკარე და დაცვა ეს ის განლაგებაა საჭირო თუ არაა არ უნდა შეცვალო.

ვინ ოხერი შეცვლიდა ჯანმრთელობის პრობლემები რომ არ ქონდეთ , ჩვენზე მეტად მაგათ უნდათ მოგება და სტაბილურად თამაში


12

11 დეკემბერი 2025 20:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 880

რეალმა მინიმუმ 20 მატჩი უნდა მოიგოს ზედიზედ,რომ გულშემატკივრები შემოირიგოს.


13

11 დეკემბერი 2025 20:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 568

ჩავარდნა აქვს გუნდს მაგრამ ტრაგედია არაა არაფერი. ბენიტესის დროინდელ რეალშიც ასე იყო, ხალხი იძახდა დაბერდა ფლორენტინოო, ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებსო. შარშანდელი სიტი გახსოვთ ვინმეს? ლივერპული კლოპის ხელში გახსოვთ? მოთმინებაა საჭირო. ყველა ანჩელოტი და ზიდანი ვერ იქნება, პირველივე სეზონში მოსვლისთანავე რომ ლიგებს დებდნენ. ალონსო როცა მოვიდა გასაგებად თქვეს რომ ეეს იქნება ხანგრძლივი პროექტი. 6 თვეც არ გასულა ჯერ. უნდა დასცალდეს კაცს წყნარად საქმის კეთება. მე მჯერა რომ მიაღწევს წარმატებას ეგ კაცი, უბრალოდ მენეჯმენტი არ უნდა ჩაერიოს. 

სადისციპლინოდ მომხრე ვარ ვინიციუსსაც აა.მევინონ. კი ბატონო ბევრი ლამაზი მომენტი შემოგვთვაზა მაგრამ 100 მომენტიდან ერთის გატანა არაა რეალის დონის გუნდში საკმარისი. ასევე მისმა უაზრო ქცევებმა ბევრი რეპუტატიული ზიანი მიაყენა გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში, და ბევრი ქულაც დაგვაკარგვინა მაგის მსაჯებთან კონფლიქტებმა. რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს მსაჯი, ყველას გვაქვს ეგო და თუ ფეხბურთელი შეურაცყოფას აყენებს, ნორმალურია რომ იმ გუნდის წინააღმდეგ განეწყოს. 

როდრიგომ კიდევ ერთხელ აჩვენა რომ სასტარტოს კაცია. მაგის ერთი პირველი შეხება მირჩევნია ვინისიუსის მთელ კარიერას. აუცილებლად სასტარტოშია დასაბრუნებელი ეგ კაცი, მარცხნივ მბაპე და ერთი მაღალი ცხრიანი მოიყვანონ ხოსელუს სტილის. არაა აუცილებელი მაინცდამაინც ჰალანდი იყოს, მოეყვანათ ლალიგაში გამოცდილების მქონე თუნდაც ბუდიმირი სულ კაპიკებად წამოვიდოდა. ასევე შეიძლება მატეტას მოყვანა, ეგერ ოსიმენია ბრდღვნის ყველაფერს, ატლეტიკო რო ატლეტიკოა, იმათაც კი სორლოტის დონის თავდამსხმელი სკამზე უზის, ტიპს 70 ე წუთამდე ბალახი არ უნახავს, ჩვენ რა გაგვიხდა. როგორ შეიძლება 3 შემტევი გყავდეს, ვერცერთი თავზე ვერ თამაშობდეს როცა გყავს კარერასის, გარსიას და არნოლდის დონის ჩამწოდებლები კრაიზე? 


14

11 დეკემბერი 2025 23:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 532

 ქარიმ ბენზემა იმის შესახებ, თუ რა აკლია რეალს:


 „მათ მხოლოდ კავშირი აკლიათ -  მბაპეს, ვინისიუსს, ბელინგემსა და როდრიგოს შორის.


თითოეულმა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს მოედანზე. ბელინგემმა უნდა გაიგოს, რომ ის არის ფლეიმეიკერი და არა გოლების გამტანი. მბაპე არის გოლების გამტანი და არა ფლეიმეიკერი. ვინისიუსი არ არის მცველი, ნახევარმცველი, ის არის მარცხენა ფლანგელი.


როდესაც თითოეულმა იცის, რა უნდა გააკეთოს მოედანზე, სულ ესაა. რადგან აქ ჩვენ ვკამათობთ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებზე, რომლებიც ერთ გუნდში არიან.


ჩაბი ალონსო სინამდვილეში ვერაფერს გააკეთებს, მას წარმოუდგენელი სახელები "ჰყავს", ამიტომ ეს სახელები მოედანზე უნდა გამოაჩინოს.


რთულია. თითოეულ მოთამაშეს თავისი ეგო აქვს. ამ ვარსკვლავებმა საკუთარ თავს უნდა უთხრან, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია გუნდს რაღაც მოუტანოს და ყველაზე მეტად მათ უნდა აცნობონ ეს ერთმანეთს.


პრობლემა ის არის, როდესაც არ ეთანხმები იმას, რომ შენ წინ არის ბიჭი, რომელიც შენზე მეტ გოლს იტანს. ეს პრობლემები მაშინ ჩნდება, როდესაც ბევრი ვარსკვლავი გყავს ერთად.


თუ შენი თანაგუნდელი შენზე უკეთესია, ეს უნდა მიიღო. რადგან ამ თანაგუნდელს სხვები მაინც სჭირდება, მას ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება არ შეუძლია.


რეალში კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ გამოცდილი ვეტერანები აღარ არიან. კაცი, რომელიც კილიან მბაპესთან, ბელინგემთან, ვინისთან მივა და ეტყვის, რა ხდება არასწორად.


რეალში ყველა ვარსკვლავს სურს, რომ საუკეთესო იყოს, ამიტომ ეს რთულია."


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (80)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)