ასენსიო:„გარკვეულწილად კმაყოფილები ვართ“

რაულ ასენსიომ „სიტისთან“ შეხვედრა შეაფასა.

„მართალია დავმარცხდით, მაგრამ გუნდმა ძალიან ბევრი იბრძოლა, საკადრო პრობლემების მიუხედავად გააზრებული ფეხბურთი ითამაშა და დაამტკიცა, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია.“

„ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ მარცხი იხილა, თუმცა ამასთანავე იხილა გუნდი, რომელმაც საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა და გარკვეულწილად კმაყოფილები ვართ.“

„მანჩესტერ „სიტი“ შესანიშნავი გუნდია, თუმცა ამ მატჩის ბედი არა მეტოქის საუკეთესო თამაშმა, არამედ მცირე დეტალებმა გადაწყვიტა.“

„ყველა მატჩს დეტალურად ვაანალიზებთ, საკმაოდ ბევრს ვმსჯელობთ და შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ. ზუსტად ვიცი, რომ ჩაბი ალონსოს პირობებში ეს გუნდი დიდ წარმატებას მიაღწევს, ვინაიდან ესპანელი სპეციალისტი საოცარ ენერგიას დებს გუნდის განვითარებაში.“

„რთული პერიოდი ყველა გუნდში დგება, მთავარი ის არის, რას ვუპირისპირებთ ხარვეზებს და როგორი ხედვა გვაქვს მომავლისთვის.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 16
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 8
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (99)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)