როდრიგო:„ეს გოლი ალონსოს მივუძღვენი“
როდრიგო გოეშმა მანჩესტერ „სიტისთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„რთული მატჩი გამოდგა, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა, ორივე გუნდი უტევდა და ცდილობდა, მწვავე შეტევების წყალობით გაეტანა გოლი.“
„ძალიან მიხარია, რომ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ მეტოქის კარი ავიღე, თანაც ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში, თუმცა ეს გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა.“
„რატომ მივირბინე ალონსოსთან? იმიტომ, რომ ჩემი მხარდაჭერა დამეფიქსირებინა, ეს ბურთი მთავარ მწვრთნელს მივუძღვენი.“
„ვინ იცის?! იქნებ ამ გოლმა ჩემი ცხოვრება შეცვალოს და ძველ კონდიციას დავუბრუნდე, ამისთვის ბევრს ვმუშაობ.“
„გუნდი ერთმუშტად არის შეკრული, გასახდელში ცუდი ვითარება არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, არსებული პრობლემები ძალიან მალე დაიძლევა და ქომაგებს უამრავი გამარჯვებით გავახარებთ.“
- გუშინ, 09:00
- 583
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



