ალონსო:„გუნდს ცუდად არ უთამაშია, ბერნაბეუზე მარცხი ორმაგად მტკივნეულია“
ჩაბი ალონსომ „სიტისთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ წავაგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი კარგი იყო. არაერთი მომენტი გვქონდა და ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, თუმცა ვერ შევძელით.“
„ხაზგასმით აღსანიშნავია როდრიგო გოეშის საოცარი გამოსვლა. ბრაზილიელი ძალიან სწრაფი, მობილური და პროდუქტიული იყო.“
„ნახევარდაცვაში გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს.“
„სამწუხაროა, როდესაც ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის მატჩში მარცხდები.“
„ენდრიკ ფელიპე გოლის გატანასთან ახლოს იყო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თამაშში ტემპი შემოიტანა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი გახლდათ.“
„შემდეგი თამაში „ალავესის“ წინააღმდეგ გვიწევს. მთავარი გონებრივი მზაობა, ტაქტიკური განსწავლულობა და ფიზიკური სისწრაფე, ჩვენი მიზანი ლა ლიგის მომდევნო ტურში 3 ქულის მოპოვება იქნება.“
„ვერ გეტყვით, იქნება თუ არა მბაპე ლა ლიგის მომდევნო ტურში. მის დაზიანებასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია 2 დღეში მექნება.“
„ჩემი თანამდებობა? თუ „რეალიდან“ გამიშვებენ, ჩავთვლი, რომ ყველაფერი ისე ვერ გავაკეთე, როგორც ხელმძღვანელობას სურდა, თუმცა ამ ეტაპზე კლუბის სათავეში ვარ და ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ბარგი უნდა ჩავალაგო.“
- გუშინ, 10:32
- 4 922
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



