გვარდიოლა:,,ალონსოს გადავეხვიე და წარმატება ვუსურვე"
ხოსეპ გვარდიოლამ „რეალთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ საკმაოდ კარგი იყო, ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება. ეს იყო მნიშვნელოვანი 3 ქულა, რომელმაც სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა.“
„ბერნაბეუზე თამაში არასდროს არის მარტივი. „რეალს“ დიდი დანაკლისი ჰქონდა, რამაც ხელი მოგვცა.“
„ალონსოს დავემშვიდობე, გადავეხვიე და ვუთხარი, რომ ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ მისი სტილი ძალიან მომწონს.“
„როდრიგო? ბრაზილიელი ნამდვილად საოცარი ფეხბურთელია და დღეს ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.“
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო ტურების მოსაგებად და ცხრილში სიტუაციის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.“
- გუშინ, 10:31
- 1 810
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




