ხოსეპ გვარდიოლა:„ჩემი შარშანდელი სეზონით რეალიდან“ 6 თვეში გამიშვებდნენ“

ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„არ მაინტერესებს რა იწერება პრესის ფურცლებზე, როგორი ხედვა აქვთ სხვებს. ჩემთვის მთავარია მაქსიმალური კონცენტრაცია, ვინაიდან „სიტის“ მეტოქე არის გუნდი, რომელიც ევროსარბიელზე ყველაზე დიდ გამოცდილებას ფლობს.“

„ბოლო წლებში მადრიდულ გრანდს არაერთხელ შევხვდით. გვქონდა მოგებებიცდა წაგებებიც. ვფიქრობ, შანსები თანაბარია და აქ ფავორიტის გამოკვეთა სწორი არ იქნება.“

„ჩაბი ალონსოს დიდ პატივს ვცემ, მისი ხედვები, სტილი და შემართება ნამდვილად დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, ბასკი სპეციალისტი ძალიან წარმატებული იქნება.“

„მადრიდული გრანდიდან 6 თვეში გამიშვებდნენ, შარშანდელი სეზონის შედეგები რომ მქონოდა. ამ გუნდის სათავეში ყოფნა ყველაზე რთულია, სწორედ ამიტომ, მესმის, რამხელა წნეხის ქვეშ არის ალონსო.“

„რას ვურჩევდი ალონსოს? მას მხოლოდ ერთ რჩევას მივცემდი, გააგრძელოს გზა, რომელსაც დაადგა. მისი ხედვები თანამედროვეობასთან იდეალურ თანხვედრაშია.“

  • Madridista
  • 10 დეკემბერი 2025
  • 4 658
  • 2

1

10 დეკემბერი 2025 21:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 247

Aman alonsos daboleba daiwyo


2

10 დეკემბერი 2025 23:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 880

ხოსეპ კოზლას ნუ ათამაშებ და დაარიგე შენი ფეხბურთელები,რომ რეალს მინიმუმ ჰანდიკაპით გადაურბინონ.იქნებ გვეშველოს და კვერცხი ალონსო დაიქნიოს გუნდიდან ბაბუმ.)))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (80)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)