ჩუამენი:„ალონსოს სრული მხარდაჭერა აქვს“
ორელიან ჩუამენიმ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ეს შეხვედრები ყოველთვის დაძაბულია და გულშემატკივრების განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს. საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ და „სიტი“ არაერთხელ დაგვიმარცხებია. ვფიქრობ, სწრაფი თამაში იქნება, სადაც უამრავ მომენტს ვიხილავთ. ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვების მოსაპოვებლად და 3 ქულის აქტივში ჩასაწერად.“
„თუ თამაშს ვერ ვიგებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც უკეთესად უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ვაკეთებდით ჩვენ ყოველთვის პროგრესზე ვართ ორიენტირებულები.“
„ხვალ კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმის, რომ პირველ რიგში ჩვენს თავს დავუმტკიცოთ, რა შეგვიძლია. ჩაბი ალონსოს მთელი გუნდი გვერდში უდგას, ის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელია.“
„პრობლემა სისტემაში არ არის. პრობლემა ტექნიკურ დეტალებშია. „ბილბაოსთან“ ზუსტად იგივე მიდგომა გვქონდა, რაც „სელტასთან“, მაგრამ ამან არ იმუშავა.“
„დაცვაში სერიოზული პრობლემები გვაქვს, „სიტის“ თავდასხმა კი საკმაოდ სწრაფი და სოლიდურია. ჩვენ მოგვიწევს დეტალებზე ორიენტირება და ყურადღებით თამაში.“
„პეპ გვარდიოლას გუნდს ძალიან უყვარს ბურთის ფლობა, ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ გუნდის სტილს და ვეცდებით, ისეთი ტაქტიკა შევარჩიოთ, რომელიც წარმატებას მოიტანს.“
- გუშინ, 13:45
- 393
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



