ალონსო:„სიტუაციის შესაცვლელად მზად ვართ“
ჩაბი ალონსომ მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ყველა კარგად ვიაზრებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მანჩესტერ „სიტისთან“ გამარჯვებას. ეს არ იქნება რიგითი 3 ქულა, ეს იქნება მენტალობის შემცვლელი გამარჯვება. „სელტასთან“ ძალიან ცუდად ჩატარებული დაპირისპირების შემდეგ რეაბილიტაცია გვჭირდება. ბერნაბეუზე საოცარ ატმოსფეროს ველით და ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის საღამოები ამ არენაზე მაგიურია.“
„გუნდს არ აკლია ერთიანობა. წნეხი რა თქმა უნდა გაიზარდა, მაგრამ პროფესიონალები ამისთვის მზად არიან.“
„„სელტასთან“ წაგება დავიწყებას მიეცა, ახლა ასპარეზზე ჩემპიონთა ლიგა გამოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისი დასკვნები გავაკეთეთ და ყველა შეცდომა გავაანალიზეთ.“
„პეპ გვარდიოლას უძლიერესი გუნდი ჰყავს, არნახული რესურსით და შესაძლებლობებით. მჯერა, რომ სანახაობრივი მატჩი გამოვა.“
„კონცენტრირებული ვარ კონკრეტულ თამაშზე და არა იმაზე, რა იწერება პრესაში. ჩემი წასვლა? ამისთვის მზად ვარ, მაგრამ არ მივიჩნევ, რომ თანამდებობა უნდა დავტოვო. გუნდისთვის ბოლომდე ვიხარჯები და მჯერა ჩემი პროექტის.“
„„რეალს“ მანჩესტერულ გრანდთან თამაშის კარგი გამოცდილება აქვს. უპირატესობა ყოველთვის გარდამავალი იყო. ვეცდებით, კარგი დინამიკა გვქონდეს.“
„ინგლისურ კლუბებთან ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი მქონდა. კარგად ვიცი პრემიერლიგა და იქაური ტემპი.“
„„ლივერპულთან“ მატჩში გარკვეული დასკვნები გავაკეთეთ, იგივეს მეორე ინგლისური კლუბის წინააღმდეგ არ გავაკეთებთ.“
„პეპი უკვე 8 წელია „სიტის“ წვრთნის. იყო როგორც საუკეთესო მომენტები, ასევე კრიზისები, რომელიც ესპანელმა სპეციალისტმა დაძლია. ახლა მანჩესტერელები საოცარ ფორმაში არიან.“
„კომუნიკაცია დირექტორთა საბჭოსთან? დიახ, მე მქონდა საუბარი გარკვეულ ადამიანებთან, მაგრამ ეს კომუნიკაცია ისედაც მუდმივია.“
„ყველა მოთამაშე ერთგულია და დიდი ენთუზიაზმით ელის ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას.“
- 9 დეკემბერი 2025
- 1 077
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



