მოდრიჩი:„მესის და რონალდუს ეპოქაში ოქროს ბურთი მივიღე“

ლუკა მოდრიჩმა ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება.

„მესის და რონალდუს ეპოქაში ოქროს ბურთის მოგება შევძელი, ეს ჩემთვის დამატებითი ბენეფიტი იყო. ვერ აგიღწერთ, რა ვიგრძენი მაშინ, როდესაც გავიგე, რომ ჯილდო უნდა გადმომცემოდა. მახსოვს ზარი, რომელსაც არ ვუპასუხე, მახსოვს ემოციები, რომელსაც განვცდიდი. მახსოვს 5 წუთის შემდეგ განხორციელებული კიდევ ერთი ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ოფიციალურად შევიტყვე, რომ ოქროს ბურთის მფლობელი ვიყავი.“

„ჩემი მეუღლის გარდა ეს ინფორმაცია არავის ჰქონდა. 2 კვირის განმავლობაში ამბავს საიდუმლოდ ვინახავდი და უბედნიერესი ვიყავი.“

„მსოფლიო ჩემპიონატზე საოცარი გამოსვლა მქონდა. მართალია, ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ ხორვატიის ნაკრებისთვის ფინალში გასვლა და ღირსეულად თამაში ძალიან დიდი მიღწევა იყო. ეს ზრდიდა ჩემს შანსებს, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ მესის და რონალდუს ვაჯობებდი.“

„მადრიდის „რეალმა“ ძალიან ბევრი მომცა. წლები, რომელიც სამეფო კლუბში გავატარე დაუვიწყარია. ეს არის ჯილდოების სერია, რომლითაც ვამაყობ.“

„„მილანი“? საოცარი გუნდია, კარგი ატმოსფეროთი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სერია „ა“-ს მოსაგებად. შემეძლო სხვა ლიგებში წასვლა, ნაკლები ზეწოლა, მეტი თანხის გამომუშავება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის მთავარი საფეხბურთო ატმოსფეროა, ამით ვცხოვრობ.“

„წვრილმანები არასდროს მაკმაყოფილებდა, „რეალში“ კი გავითავისე, რას ნიშნავს იყო დიდი მასშტაბის ფეხბურთელი.“

„კროოსთან ერთად თამაში ჩემთვის დაუვიწყარი იყო. ყოველთვის ვამბობ, რომ ის კომფორტული პარტნიორი გახლდათ. გული მწყდება გერმანელის გამო, მან ადრე დაასრულა კარიერა და ასევე მივიჩნევ, რომ ოქროს ბურთს იმსახურებდა.“

  • Madridista
  • 9 დეკემბერი 2025
  • 1 018
  • 5

1

9 დეკემბერი 2025 13:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 776

შენნაირები ათწლეულები არიან იბადებიან. ლუკა არც წელს არ უნდა გაგვეშვა, ტიპი ბრწყინავს მილანში. ამაზე უკეთესი ვინ გვყავს ძაან მაინტერესებს ნახევარდაცვაში


2

9 დეკემბერი 2025 13:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 710

რონალდოს ბურთი


3

9 დეკემბერი 2025 14:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 198

რაც არ უნდა უმაღლესი დონე იყო ლუკა, ეგ ოქროს ბურთი შენ არ მოუგია ნამდვილად, ერთ ერთი უდიდესი შეტენვა იყო ოქროს ბურთის მაგ წელს შენზე. მუნდიალი კი იტყვიან, მაგრამ ძალიან სუსტი მუნდიალი ქონდა მაგ დროს და ლიგაზე აღარ მაქ საუბარი კლუბში 3 ჯერ მეტი გააკეთა ერთმა


4

9 დეკემბერი 2025 17:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 880

არა და რონალდუსი იყო ის ოქროს ბურთი შე გოიმო.)))))


5

10 დეკემბერი 2025 16:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 285
9 დეკემბერი 2025 17:32, zizu2020 says:

არა და რონალდუსი იყო ის ოქროს ბურთი შე გოიმო.)))))

კი, მაგრამ რონალდუ აეთესა პერესს და პრეზიდენტს ასეთი რამეები არ უყვარს. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 22
2 მურიქი 14
3 ფერან ტორესი 11
4 ლევანდოვსკი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2026 (80)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)