ალონსო:„გუნდს ერთიანობა სჭირდება“
ჩაბი ალონსომ „სელტასთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„გუნდს ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები. ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით მინიმუმ 1 გოლის გატანას, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა სისტემურ ხარვეზთან, უამრავ უზუსტობასთან ნახევარდაცვაში და ფეხბურთელებს შორის გაუგებრობასთან.“
„თამაში გეგმის მიხედვით არ წარიმართა, რასაც თან დაერთო ედერ მილიტაოს ტრავმა. სიტუაცია უკიდურესად გართულდა და საბოლოო ჯამში მძიმე მაჩვენებელი მივიღეთ.“
„ტრავმებით ძალიან ვიტანჯებით, ეს დიდ პრობლემებს ქმნის, მაგრამ ხარვეზი სხვა მიმართულებებითაც გვაქვს. „ბილბაოსთან“ შეხვედრამ ოპტიმიზმი შემძინა, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდში ყველაფერი თავის ადგილზე არ არის. სიტუაცია ცხრილშიც გავირთულეთ და ახლა ლიდერს 4 ქულით ჩამოვრჩებით.“
„სახლში ცუდი თამაშების ჩატარება, რა თქმა უნდა არ არის კარგი, მაგრამ ჩავარდნებიც ხდება ხოლმე. სეზონი გრძელია და ჩვენ ვითარების შესაცვლელად ყველაფერს ვიღონებთ.“
„„სიტისთან“ შეხვედრაში უნდა ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში საკმაოდ ხელსაყრელ პოზიციაზე ვართ, მაგრამ მიზანი ბერნაბეუზე გამარჯვება და აქტივში მორიგი 3 ქულის ჩაწერა იქნება.“
„მსაჯის გადაწყვეტილებებმა დამატებითი პრობლემები შეგვქიმნა. ალვარო გაძევების შემდეგ დინამიკა მთლიანად დავკარგეთ, ფრანის არყოფნამ კი მეტოქეს სივრცეები გაუხსნა.“
„პასუხისმგებლობას ყველანი ვიღებთ. ერთ ნავში ვართ და ერთად ვიგებთ, ამასთანავე ერთად ვაგებთ. ზუსტად ვიცი, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ შეხვედრას და რამხელა დარტყმა მიიღეს ფეხბურთელებმა.“
„მასტანტუნო მალე გავა მოედანზე, ის მკურნალობის შემდეგ უფროდაუფრო მეტს ვარჯიშობს.“
„თანამდებობის დატოვება? აქ იმისთვის, არ მოვსულვარ, რომ მალევე წავსულიყავი, გრძელვადიანი პროექტი მაქვს.“
„რატომ არ შემოვიყვანო სებალიოსი? მესმის, რომ მას თამაშში მეტი ბალანსის შემოტანა შეუძლია, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა მეტი შემტევი, სწორედ ამიტომ, შანსი გონსალო გარსიას მივეცი.“
„გუნდში სიტუაცია სასწრაფოდ უნდა დალაგდეს. ჩვენ ახლა დიდი ერთიანობა გვჭირდება. მხოლოდ სამუშაოზე ვკონცენტრირდებით.“
- დღეს, 18:30
- 330
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



