ვითარება უკიდურესად დაიძაბა - სალაჰი „რეალში“ წლით?!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მო სალაჰსა და არნე სლოტს შორის ურთიერთობა უკიდურესად არის დაძაბული.
ეგვიპტელი ფეხბურთელი სათარიგო სკამიდან აღარ დგება და უკვე ღიად აპროტესტებს, რომ კლუბი მის მიმართ უსამართლოდ იქცევა.
არსებული ინფორმაციით, სალაჰმა იანვარში შესაძლოა „ლივერპული“ დატოვოს.
ამ ყველაფრის ფონზე ასპარეზზე გამოდის მადრიდის „რეალი“, რომელიც მზად არის, ფეხბურთელთან 2 წლით ითანამშრომლოს.
ამ შემთხვევაში ეგვიპტელის ასაკი (33 წელი) ჩაბი ალონსოსთვის გადამწყვეტი არ არის. ბასკი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სალაჰი მადრიდულ გრანდს იდეალურად მოერგება და შეტევის მარჯვენა ფლანგს დიდ ძალას მისცემს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ 6 თვიან გაცვლასაც განიხილავს, სადაც საქმეში „რეალის“ მხრიდან როდრიგო ჩაერთვება, მერსისაიდელთა მხრიდან კი სალაჰი.
- გუშინ, 19:04
- 972
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




