გუტი:„პროექტი, რომელიც „რეალში“ ხორციელდება, წარმატებას მოიტანს“

ხოსე მარია გუტიერესმა ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ მადრიდულ საკითხს გაუკეთა ანალიზი.

„წლების წინ დავდიოდი აკადემიებში, ვუყურებდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს, დღეს ისინი ვარსკვლავები არიან, ზოგიერთს გარდამტეხი მომენტი აქვს. ეს რა თქმა უნდა, ზრდის ჩემს მეხსიერებას და სიამაყეს, ბავშვებს ყოველთვის ბევრს ველაპარაკები და მოტივაციას ვაძლევ, ვინაიდან დრო მათზე მუშაობს.“

„„რეალის“ შარშანდელი შემადგენლობა არნახულად ძლიერი იყო, მაგრამ გუნდმა ვერაფერი მოიგო. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მხოლოდ შემადგენლობა საკმარისი არ არის.“

„ახლანდელი გადასახედიდან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდს კოლექტიური პასუხისმგებლობის გაზიარება არ უჭირს და წინ დიდი წარმატებები აქვს.“

„„ბლანკოსმა“ ძალიან სტაბილურად დაიწყო, თუმცა შემდეგ დაიწყო ჩავარდნა. ეს ალბათ მცირე აღდგენის ბრალია, კალენდარი საკმაოდ რთულია. ეს მომენტი გუნდს ადრე თუ გვიან დაუდგებოდა. სამწუხაროდ, ალონსოს გუნდმა ლიდერობა დათმო, მაგრამ აუცილებლად მოუმატებს და პირველ ადგილს დაიბრუნებს.“

„ადრე თუ გვიან კილიან მბაპე ყველას რეკორდს დაამხობს. 50 და მეტი გოლი კალენდარულ წელიწადში? ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ფრანგის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. არ მომწონს, როდესაც მას კრიშტიანოს ადარებენ, ვინაიდან პორტუგალიელ ფეხბურთელს უდიდესი ეპოქა აქვს შექმნილი. მოდით, წლების შემდეგ შევაფასოთ კილიანის შედეგები და შემდეგ შევადაროთ ლეგენდარულ „7“-იანს.“

„ის, რომ მბაპე „რეალის“ ისტორიული შენაძენია ფაქტია. ამ სეზონში ფრანგისგან კიდევ უფრო მეტ გოლს ველი და ვიცი, რომ ამას მოახერხებს.“

„ადრე ერთმანეთს რონალდუ და მესი ეჯიბრებოდნენ, არ გამოვრიცხავ, ახლა ბრძოლა ლამინ იამალსა და მბაპეს შორის შედგეს, თუმცა ამ ფეხბურთელების გარდა ასპარეზზე არიან ჰალანდი, ვინისიუსი და სხვა ძალიან ძლიერი ვარსკვლავები.“

„კილიანს არ უთამაშია კროოსთან, მოდრიჩთან და სხვებთან ერთად, მაგრამ ის თამაშობს ბელინგემთან, ვალვერდესთან და ვინისიუსთან ერთად. დამეთანხმებით, ეს დიდი კომფორტია.“

„არდა გიულერზე დიდი ავანსი გაიცა. ფაქტია, რომ ჩაბი ალონსო თურქს ენდობა. მომწონს არდას მანევრი, პასის კულტურა, ხედვა და მიდგომები. დარწმუნებული ვარ, დროის გასვლასთან ერთად გიულერი კიდევ უფრო ძლიერი გახდება და ისტორიას დაწერს, მოდით ხაზგასმით აღვნიშნოთ მისი ასაკი.“

„ჯუდის ოპერაცია სწორი გადაწყვეტილება იყო. ახლა ყველაფერი უკან მორჩა და ინგლისელს განვითარების შანსი აქვს. ეჭვი არ მეპარება, სეზონის მეორე ნახევარში ბელინგემი საუკეთესო ფორმას მიაღწევს და გუნდს არაერთ გადამწყვეტ შეხვედრაში დაეხმარება.“

„ჩაბი ალონსო დიდი მწვრთნელია და ეს მან უკვე დაამტკიცა. დარწმუნებული ვარ, ესპანელი დიდ წარმატებებს მიაღწევს. ფლორენტინო პერესის ღია მხარდაჭერა არ მიკვირს, ვინაიდან ალონსოს გვერდში დგომა სჭირდება. სხვაგვარად ვერ იმუშავებ, ვინაიდან პასუხისმგებლობას საზღვრები არ აქვს. არ არის საჭირო დამატებით ჭორებზე აქცენტირება.“

„ალონსოს ეპოქაში მადრიდული გრანდი არაერთ მნიშვნელოვან ტიტულს მოიგებს, თუმცა გვირგვინი რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს. „რეალისთვის“ მთავარი საზომი სწორედ ევროსარბიელია.“

„ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის არაერთი გუნდი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში არაერთ ტოპ გუნდს ექნება შანსი. მე მსურს, რომ გამარჯვებული „რეალი“ იყოს, მაგრამ ამ გუნდს „ბარსელონას“ და „ატლეტიკოს“ სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს. ასევე უნდა აღინიშნოს „არსენალის“ საოცარი ფორმა, საუკეთესო კონდიციაში დაბრუნებული „სიტი“, „ბაიერნი“ და „პსჟ“. დიახ, ბევრი გუნდი ჩამოვთვალე, მაგრამ უნდა დამეთანხმოთ, რომ შანსი ყველას აქვს. წელს არაერთი გუნდია ძლიერი.“

„მომდევნო ტურში სამეფო კლუბი „სიტის“ უმასპინძლებს. სიმართლე გითხრათ, ამ შეხვედრას დიდი სიამოვნებით მივადევნებ თვალს. ეს კარგი ინდიკატორი იქნება იმისა, თუ როგორ ფორმაშია ალონსოს კოლექტივი.“

„ბევრ ფეხბურთელს სურს მოედანზე შესვლა და თამაში. რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, როდესაც როდრიგოს სკამზე ვხედავ. ვიმედოვნებ, ის პრობლემებს დაძლევს. ბრაზილიელს ძალიან დიდი უნარი  აქვს იმისა, რომ სასტარტოს ფეხბურთელი იყოს.“

„ვინისიუსის გაუგებრობები? მასაც სურს თამაში, თუმცა უკვე დააგროვა იმხელა გამოცდილება, რომ მწვრთნელის გადაწყვეტილება საჯაროდ არ გააპროტესტოს. როგორც ვიცი, სამხრეთ-ამერიკელთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და ის ჩაბისთან ბედნიერია. ვინის უდიდესი პერსპექტივა აქვს, მან უკვე 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და წინ ოქროს ბურთია.“

„კარლო ანჩელოტი მადრიდში დღემდე სარგებლობს უდიდესი ავტორიტეტით, ის საოცარი სპეციალისტია, რომელმაც „ბლანკოსის“ მწვრთნელობის ორივე ეტაპზე მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო. იტალიელი იმიტომ არ წასულა, რომ კლუბი მას პატივს სცემს, უბრალოდ ყველაფერს აქვს დასასრული და „ბლანკოსს“ სჭირდება ახალი სპეციალისტი. ჩაბის მოსვლით ბედნიერი ვარ, ის ესპანელია და კარგად იცნობს „რეალს“, სწორედ ამიტომ, ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირვებია.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 16
2 ფერან ტორესი 11
3 მურიქი 8
4 ლევანდოვსკი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (56)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)