ალონსო:„მბაპე თუ რონალდუ? ამ ეტაპზე ეს უაზრო შედარებაა“

ჩაბი ალონსომ „სელტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ბერნაბეუზე ვბრუნდებით და კარგი დროა იმისთვის, რომ საოცარი გამარჯვება ვიზეიმოთ. რა ვუთხარი ფეხბურთელებს? მხოლოდ ის, რომ იასპარეზონ ისე, როგორც „სან მამესზე“, ვინაიდან წინა ტურში უნაკლო შეხვედრა გვქონდა.“

„მარჯვენა მცველთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, თუმცა ფედე ვალვერდე ნამდვილად განიხილება. ურუგვაელი გუნდის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს.“

„ფედე კარგად წარმოადგენს კლუბის ღირებულებებს, მისი მადრიდული სული ყველაფერს აღემატება. ურუგვაელმა იცის, რომ გუნდს ძალიან სჭირდება.“

„დეკემბერში ვერაფერს მოიგებ, მაგრამ აპრილში სწორედ იქ უნდა იყოს, სადაც საჭიროა, ამისთვის კი, როგორც დეკემბერში, ასევე იანვარში, თებერვალსა და მარტში უნდა იყო სტაბილური.“

„ვინისიუსი გუნდს დიდ ენერგიას აძლევს. ბრაზილიელი საოცარ ფორმაში იმყოფება და მჯერა, რომ კიდევ მოუმატებს, ის როგორც საფეხბურთო, ასევე პირად დონეზე საკმაოდ კარგად გრძნობს თავს.“

„კილიან მბაპე მადრიდულ ისტორიას წერს. დიახ, ის ნამდვილად არის კრიშტიანოს გზაზე, მაგრამ მოდით, ასეთ შედარებებს ნუ გავაკეთებთ. პორტუგალიელმა უკვე დაწერა ისტორია, ფრანგი კი ცოტა ხნის წინ შეუდგა ამ გზას.“

„გვინდა, რომ რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც ტრავმებიდან გამომდინარეობს, ეს ხელს გვიშლის.“

„არის თუ არა მბაპე რონალდუზე ძლიერი? მოდით, ამას მას შემდეგ გეტყვით, რაც კილიანის მადრიდულ კარიერას შევაფასებ.“

„არდა გიულერი გვაძლევს მეტ მობილურობას, მოქნილობას ტაქტიკაში და გააზრებული ფეხბურთის ჩვენების პერსპექტივას. თურქი ძალიან ბევრჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში და მომავალშიც ბევრჯერ ვენდობი.“

„როდესაც დაბალ დაცვით ბლოკებს გვთავაზობენ, ჩვენი ძალისხმევა იზრდება. მეტოქე ყოველთვის ინდივიდუალურად უნდა შეაფასო, მაგრამ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის უნდა იყო მზად.“

„კლუბს დიდი მოთხოვნები აქვს და ეს ჩემთვის სიურპრიზი არ არის. მე ჩაბი ალონსო ვარ, ადამიანი, რომელმაც წლები გაატარა „მერენგების“ სადარაჯოზე. ჩვენთვის მთავარი ახლა სიმშვიდე და მუშაობის გაგრძელებაა. დარწმუნებული ვარ, სწორ გზას ვადგავართ.“

„ხოან მარტინესი გამოვიძახე, რადგან მისი პროგრესი აშკარაა. ესპანელი მცველი კანტერანოების რიგებში მოწოდების სიმაღლეზე დგას. ის მიიღებს შანსს მთავარ გუნდში.“

„ედერ მილიტაოს მარჯვენა მცველად თამაშის კარგი გამოცდილება აქვს, მაგრამ გააჩნია, რა სიტუაცია გვექნება დაცვის ცენტრში. მილის შეუძლია კარვახალის და ტრენტის შეცვლა, თუმცა ამ პოზიციაზე ასპარეზობა რაულ ასენსიოსაც კარგად გამოსდის.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 16
2 ლევანდოვსკი 8
3 მურიქი 8
4 ფერან ტორესი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (49)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)