„რეალის“ ოფიციალური განცხადება - უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება!

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

მადრიდის „რეალი“ კმაყოფილებას გამოთქვამს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, მადრიდული გრანდი ლა ლიგის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებული გამოდის.

2015 წელს მიღებული გადაწყვეტილება კლუბებს შორის აუდივიზუალური განაწილების შესახებ, სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.

უზენაესი სასამართლო ბათილად აცხადებს ლა ლიგის წესდების მეორე დამატებით დებულებას, რომელიც 2015 წელს კანონიერი ნებართვის გარეშე შეიქმნა და მიზნად ისახავდა 2015-2016 წლების სეზონის აუდიოვიზუალური შემოსავლების განაწილების შეცვლას კანონის დებულებების მიღმა.

„ბლანკოსი“ ასევე ადასტურებს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად მიიღებს დამატებით 8.8 მილიონ ევროს, რომელიც უკანანოდ ჩამოერთვა.

უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აღადგენს კანონიერებას და გარანტიას იძლევა, რომ ესპანურ პროფესიულ ფეხბურთზე მოქმედი გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღება კანონის სრული დაცვით და გამჭვირვალობით.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად უარყოფს ლა ლიგის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს და სრულად ადასტურებს ეროვნული სასამართლოს მიერ რეალის სასარგებლოდ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას.

ეს გადაწყვეტილება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა იმ დროს მეორე დივიზიონში მოთამაშე კლუბების ეკონომიკური ინტერესებისთვის.


1

გუშინ და 23:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 41

 როგორც ხუტა წულეისკირმა არ იცოდა პატაკის წერა, ისე არ იცის ადმინმა სათაურის წერა. 


2

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 922

რა გასწორებულში იქნება ბაბუ წარმომიდგენია... ძალიანაც კარგი კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ არ უნდა იბლატავონ ზოგზოგიერთებმა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 16
2 ლევანდოვსკი 8
3 მურიქი 8
4 ფერან ტორესი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (39)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)