კაზემირო:„პარიზის შემდეგ პერესს ვუთხარი, რომ მბაპე არანორმალური იყო“
კარლოს ენრიკე კაზემირომ „პსჟ“-სთან შეხვედრა და კილიან მბაპესთან ორთაბრძოლა გაიხსენა.
„მახსოვს მომენტი, როდესაც „პსჟ“-სთან შეხვედრა დასრულდა და გავაანალიზე, რომ კილიან მბაპეს წინააღმდეგ ბრძოლა აღარ მომიწევდა.“
„კილიანი იყო ურთულესი მეტოქე. მატჩის შემდეგ თვითმფრინავში ფლორენტინო პერესთან მივედი და ვუთხარი, რომ ფრანგი დაემატებინა, ვინაიდან ის არანორმალური იყო.“
„არ მიკვირს გოლების რაოდენობა, რომელსაც შემტევი აფიქსირებს. მისი სისწრაფე, ტექნიკა და საშემსრულებლო ოსტატობა ყველასგან განსხვავებულია.“
„ოქროს ბურთი? ვფიქრობ, მას ეს ჯილდო აქამდეც უნდა მოეგო, თუმცა ახლა მთავარი ფავორიტია.“
- დღეს, 13:50
- 142
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




