მარსელო:„ვინისიუსს ოქროს ბურთის არაერთგზის მოგების პოტენციალი აქვს“
მარსელო ვიეირამ ვინისიუსი შეაქო და განაცხადა, რომ კარიერის სეზონები ბრაზილიელს ჯერ კიდევ წინ აქვს.
„ვინი კვლავ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მოასწრო და ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო. ეს მარტივი არ ყოფილა. ბრაზილიელის წინსვლის ყველა ეტაპს ვაკვირდებოდი, მას ოქროს ბურთის არაერთგზის მოგების პოტენციალი აქვს.“
„მივიჩნევ, რომ ვინისიუსის სისწრაფე და ტექნიკა ყველასგან გამორჩეულია, ის კიდევ მოუმატებს და მომავალში ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ერთად ოქროს ბურთსაც მოიგებს.“
„ერთად თამაში? ჩვენ ერთად თამაში მოვასწარით, მაგრამ ეს აღარ იყო ჩემი საუკეთესო წლები.“
„შეცვალა თუ არა ვინიმ რონალდუ? რა თქმა უნდა, არა! კრიშტიანო გოლეადორი იყო, ვინისიუსმა კი სხვა როლი მოირგო.“
„საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ-ამერიკელის მადრიდული კარიერა ძალიან წარმატებულია და ის აუცილებლად გახდება გუნდის ლეგენდა.“
- დღეს, 19:36
- 27
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



