ვალვერდე:„ყველა ბედნიერია, ეს ჩვენი თამაში იყო“

ფედერიკო ვალვერდემ „სან მამესზე“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ეს იყო თამაში, რომლითაც თითოეულმა მადრიდისტამ სიამოვნება მიიღო. 3 ქულის მოპოვების მნიშვნელობა უდიდესი გახლდათ და ჩვენ გავიმარჯვეთ.“

„სწორედ ასე თამაში უნდა განვაგრძოთ, ეს არის „რეალის“ ფეხბურთი, სადაც სწრაფი, აგრესიული შეტევებით და გონივრულობით გამოვირჩეოდით.“

„სანამ მოედანზე გავიდოდით, ალონსომ გვითხრა, რომ ამ საღამოს ყველაფერი უნდა შეგვეცვალა. გუნდს დიდი ფსიქოლოგიური მუხტი ჰქონდა.“

„მიხარია, რომ გუნდის ნაწილი ვარ, ჩვენ გამარჯვება გავიზიარეთ.“

„დაცვაში გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც ძალიან მაღალი დონე ვაჩვენეთ, შეტევაში კი ყველაფერი წესრიგში გვქონდა. აუცილებლად აღსანიშნავია ფლანგის მცველების მაქსიმალური ჩართულობა.“

„მბაპეს კალიბრის მოთამაშის გუნდში ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია, ის მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და შეტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად ზრდის. ფრანგის მარგი ქმედების კოეფიციენტი კვირიდან კვირამდე იზრდება.“

„ბერნაბეუზე ვბრუნდებით, ეს ჩვენთვის დამატებითი ემოცია იქნება. უკვე 6 თამაში ჩავატარეთ ისე, რომ ქომაგები არ გვინახავს.“


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 122

ეს როცა მარჯვენა ფლანგზე დგას , შეგიძლია მშვიდად იყო, კი არ მოწონს თვითონ მაგრამ ასეა საჭირო 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 14
2 ლევანდოვსკი 8
3 მურიქი 8
4 ალვარესი 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (26)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)