კურტუა:„„სან მამესზე“ გამარჯვება მარტივი არ არის“
ტიბო კურტუამ „ბილბაოსთან“ შეხვედრა შეაფასა.
„ყველამ კარგად იცის, რომ „სან მამესზე“ გამარჯვება მარტივი არ არის, თუმცა „რეალს“ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.“
„ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ჩვენ გოლი არ გავუშვით და ეს მნიშვნელოვანი იყო.“
„გუნდი პირველ ადგილზე გადასვლისთვის იბრძოლებს, ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.“
„მბაპე ნამდვილი ლიდერია. ფაქტია, რომ კილიანი მუდმივად უმატებს და უფროდაუფრო სახიფათო წინახაზელი ხდება. ეს პირდაპირ აისახება ჩვენს შედეგებზე.“
„„სან მამესზე“ ვაჩვენეთ ყველაფერი, რაც ბოლოს გვაკლდა. ამაში გამოიხატება გააზრებული შეტევები, სწრაფი კონტრ-შეტევები, პრესინგი, სიზუსტე და რაც მთავარია, ტაქტიკური მონახაზები, რომელმაც შედეგი მოიტანა.“
„როგორც გითხარით კილიანი შეუჩერებელია და დარწმუნებული ვარ, ბევრ ჯილდოს მიიღებს.“
- დღეს, 12:38
- 140
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



