ალონსო:„ეს არის ის, რასაც ფეხბურთელებისგან ვითხოვ“
ჩაბი ალონსომ „ბილბაოს“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„სწორედ ეს არის ის, რასაც ფეხბურთელებისგან ვითხოვ. ჩვენ ვითამაშეთ აგრესიული, სისწრაფეზე ორიენტირებული, ტექნიკური ფეხბურთი, სადაც დამაგვირგვინებელ ფაზაშიც მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით.“
„მბაპე რა თქმა უნდა გამოსაყოფია, ის საოცრად თამაშობს და ყველა მომენტში ახერხებს გოლის გატანას. ფრანგზე ბევრია დამოკიდებული, თუმცა მის გარდა, არსებობენ მოთამაშეები, რომლემაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს.“
„კურტუა? უდავოდ უნდა ითქვას, რომ ტიბო უალტერტნავო მეკარეა, მას შეუძლია ისეთი ბურთების მოგერიება, რომელსაც სხვა ვერ იგერიებს.“
„არდა გიულერი? მას შეუძლია ჯუდ ბელინგემთან ერთად თამაში. თურქი არაერთ შეხვედრაში იყო სასტარტო შემადგენლობაში და შესაძლებლობები გვიჩვენა. ახლა მისი სკამზე დასმის გადაწყვეტილება მივიღე.“
„დიდი იმედი მაქვს, რომ კამავინგას და ტრენტ ალექსანდერ არნოლდის დაზიანებები სერიოზული არ არის. ისინი ტესტირებას გაივლიან, დაველოდოთ შედეგებს. არ მიყვარს წინასწარ საუბარი.“
„ოქროს ბურთი? კილიან მბაპე უდავო ფავორიტია“
- გუშინ, 12:33
- 968
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



