ერნესტო ვალვერდე:„„რეალის“ დამარცხება შესაძლებელია“

„რეალთან“ მატჩის წინ ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენცია გამართა.

„ინდივიდუალური თვალსაზრისით მადრიდის „რეალი“ დამარცხება გამორიცხული და წარმოუდგენელია, თუმცა გუნდური თვალსაზრისით ეს შესაძლებელია. ჩვენ ფონს გასვლა შეგვიძლია, როგორც „ბლანკოსთან“, ასევე „ბარსელონასთან“ და სხვა გრანდებთან.“

„ახლა ჩვენს წინაშე ურთულესი მეტოქეა, მაგრამ  „სან მამესზე“ უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ, ეს კი ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტია.“

„ფეხბურთელების მოტივაციას საზღვარი არ აქვს. „რეალის“ დამარცხება დიდი სიამოვნება იქნება და აქტივში 3 ქულას ჩაგვიწერს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ქომაგებს მოედნიდან ბედნიერად წასვლა სურთ, ჩვენ კი ამაზე უნდა ვიზრუნოთ.“

„ოქროს ფორმულა არ არსებობს. „რეალს“ საოცარი შემტევები ჰყავს. თუ გვსურს დადებითი შედეგი, დიდი ბრძოლა და მეტოქეზე გაცილებით მეტი სირბილი გვმართებს.“

„მბაპე არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.“

„ჩაბი ალონსო კარგი მწვრთნელია, მკაფიო იდეებით და მიდგომებით. მას უყვარს სისწრაფე, სიზუსტე, ტაქტიკური ცვლილებები და ექსპერიმენტები. მასში დიდ პოტენციალს ვხედავ და მჯერა, რომ წარმატებული სპეციალისტი იქნება.“

„„ბილბაოს“ დიდ ოპონენტებთან თამაში არ უჭირს. ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 14
2 ლევანდოვსკი 8
3 მურიქი 8
4 ალვარესი 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (17)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)