მოდრიჩი:„„რეალში“ თავის დამკვიდრება ურთულესია“

ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში სამეფო კლუბზე ისაუბრა და მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა.

„ეს არის კლუბი, სადაც ყველაზე დიდი კონკურენციაა. „რეალში“ ჩავარდნას არამხოლოდ ფანები, არამედ თანაგუნდელებიც არ გაპატიებნე. რატომ? იმიტომ, რომ კონურენცია დიდია და თამაში ყველას სურს. თუ შენ ვერ ითამაშებ, სხვა ითამაშებს. ამ გარემოებამ უნდა გაგაძლიეროს.“

„ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი საოცრება იყო. კარლო ანჩელოტისთან ერთად უდიდესი სიხარული გავიზიარეთ. არ ვიცი, როგორ აღვწერო ის ემოციები.“

„ჟოზე? მაშინ, როდესაც „ბლანკოსში“ გადავდიოდი, პორტუგალიელი სპეციალისტისგან დიდი მხარდაჭერა მქონდა. მაშინ „ბლანკოსში“ განიხილავდნენ დავიდ სილვას, მატას კასორლას და სხვა ფეხბურთელების კანდიდატურებს, მაგრამ მოურინიომ თქვა - „ან ის, ან არავინ“. ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო.“

„„ბლანკოსი“ არის კლუბი, რომელიც არასდროს ნებდება. ამ გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი თაობებს გადაეცემა. მადრიდული გარემო ყოველთვის განსაკუთრებული იყო და ასე იქნება მომავალშიც.“

„ზიდანი? მან გუნდს მეტი სიმძლავრი შემატა. ის, რაც ფრანგმა შეძლო, სრულიად წარმოუდგენელი ჩანდა და დღევანდელი გადასახედიდანაც ასეა. ზიზუს ანგარიშზე ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგაა>“

„განსაკუთრებული თანაგუნდელები? კრიშტიანო, ბენზემა, პიპიტა, ჩაბი, ტონი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. გუნდში არაერთი ტოპ კლასის ვარსკვლავი იყო, რომლებსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 14
2 ლევანდოვსკი 8
3 მურიქი 8
4 ალვარესი 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2025 (19)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)